მალე უმალი!

ჩემ, როგორც კულინარის, გურმანისა და ჯანსაღი საკვების მოყვარულის რაციონში ყოველკვირეულად საპატიო ადგილი უკავია ზღვის პროდუქტებისაგან დამზადებულ კერძს.

თევზის არაჩვეულებრივი გემოს გარდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა, მაინც ნაკლებად ვითვალისწინებთ ექიმების რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია თევზი კვირაში ორჯერ მაინც მივირთვათ. 

რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტებისადმი ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა ამგვარი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ტრადიციულ კერძებში თევზეულობას ნამდვილად არ უკავია წამყვანი პოზიცია. ასევე, კულტურული ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი კვების რაციონზე. 

ამ ბოლო დროს აშკარად იგრძნობა ზღვის პროდუქტებისადმი ინტერესი, მაგრამ აქ ახალ პრობლემას ვაწყდებით, - ქართულ ბაზარზე ზღვის პროდუქტების არჩევანი, სამწუხაროდ, მწირია. 

წარმოიდგინეთ ჩემი აღფრთოვანება და სიხარული, როდესაც სოციალურ ქსელში ახალი პროდუქტის გვერდი აღმოვაჩინე, რომელიც აშკარად კავშირში იყო თევზეულთან. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ საქართველოში - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „უმალი“ გაიხსნა. ერთი კომპანიის მიერ 32 სახეობის პროდუქტის წარმოდგენა ბაზარზე, რომელიც 8 განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. რაც მთავარია პროდუქტი ადგილობრივ, ბუნებრივ პირობებში მოპოვებული ნედლეულით მზადდება და ეკოლოგიურად სუფთაა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ პროდუქტი მალფუჭებადია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დანამატებით არ არის გაჯერებული.

სოციალურ ქსელებში , ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ბლოგები და პოსტები , რომლებიც ადამიანებს მაგალითს აძლევენ , თუ რა მიირთვან დღის განმავლობაში , როგორ იკვებონ სწორად და გემრიელად. ჰოდა ,,უმალმა“ შთამაგონა ასეთი ბლოგი შემექმნა. აი, რამდენიმე მაგალითი , თუ როგორ შეიძლება გახდეს ზღვის პროდუქტი ჩვენი დღიური რაციონის განუყოფელი , გემრიელი, სასარგებლო და პატივსაცემი წევრი:

უმალის ზღვის კომბოსტოს სალათა, რომელიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის (და არა მარტო) დროის დასაზოგად და ენერგიის მოსაზღვავებლად დილით მაცივარში მზა, ვიტამინებით გაჯერებული სალათა გხვდება, მთელი დღის ენერგიის მარაგი, ქორფა, ნატურალური, მსუბუქი, ზღვის ფსკერიდან თქვენს  რაციონში გადმონაცვლებული მარინადები.თანაც როგორი კომფორტულია, საგულდაგულოდ გაკეთებული ფრჩხილები არ დაზიანდება, არც ხელები ისვრება და არასასიამოვნო სუნსაც ადვილად ვირიდებთ, პროდუქტი მზაა და მხოლოდ ჩანგალი, კარგი მადა და ლამაზი კადრი სჭირდება ინსტაგრამის ბლოგისთვის.

ამბობენ, დღეს როგორი განწყობითაც დაიწყებ, ისე გაგრძელდებაო... ჰოდა, ვფიქრობ, იდეალურია ასეთი დასაწყისი. თან როგორ გამოიყურება?! ზიხარ ფანჯრის რაფასთან და მიირთმევ, თან ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ასეთ დილაზე უკეთესი და გახსენდება სადილი, რომელიც ისედაც ამაღლებულ განწყობას ერთი-ორად ზრდის და ღრმად დარწმუნებული ხარ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება, ქალაქის აურზაურს უერთდები, აღსავსე ენერგიით და მოტივაციით,  რომ შენც მოახდინო პატარა სასწაულები. 

 

ბედნიერება მაშინ არის ნამდვილი, როცა სხვასაც უზიარებ,  განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს. გინდა, რომ შენი მეგობრები შენივე ბედნიერების თანამონაწილე გახადო? ამისთვის ბევრი არაფერი გჭირდება, მხოლოდ ,,უმალი“ და გემრიელი სადილი საყვარელ ადამიანებთან ერთად. ,,უმალის“ შემწვარი მოივა იდეალური არჩევანია, თან ზაფხულია და ხომ იცით, როგორ უხდება ზაფხულს თევზი და ლუდი, ან რომელიმე გამაგრილებელი სასმელი. თანაც თუ დიასახლისი სახლში არ არის და არ იცით, რით გაუმასპინძლდეთ სტუმრებს,  ,,უმალი“ უმალ იზრუნებს თქვენს ბედნიერებაზე და ლამაზად შეფუთული, მზა, ქართული მოივა თქვენს რაციონშია. არ გჭირდებათ სამზარეულოში ფუსფუსი და დიასახლისიც კმაყოფილია, იცის რომ თქვენ საიმედო-,,უმალის" ხელში ხართ. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, თეთრკედლებიან ოფისში თუ ტყეში, პიკნიკზე, მოივას გემო ზღვის სანაპიროზე გადაგანაცვლებს . მარილიანი წყლის სუნით გაჟღენთილ ჰაერს და თბილ ნიავს გრძნობ, თანაც მიირთმევ დღიური ბედნიერების კიდევ ერთ დოზას.  

 

მოსაღამოვდა. საღამოს ბევრი ჭამა არ შეიძლება, ასუქებს, მაგრამ ეს არ ეხება ,,უმალის“ სკუმბრიას რულეტს, რომელიც ძალიან უხდება მზის ჩასვლას, სიმშვიდეს და ერთ ჭიქა წითელ ღვინოს. თანაც დაღლლი ხარ, საჭმელს რა გააკეთებს, უმალ გინდა მიირთვა რაიმე, მაგალითად ,,უმალი“.  კარგ დღეს კარგი დასასრული სჭირდება და იმაზე უკეთესს რას ინატრებ , როცა იცი , რომ მთელი დღის განმავლობაში ჯანსაღად იკვებე, ბევრი ვიტამინი მიიღე უგემრიელესი ,,უმალის“ ზღვის პროდუქტების სახით და ახლა კიდევ ერთი ასეთი მადის აღმძვრელი ულუფა-ბედნიერება გელოდება?! მოკალათდი რბილ სავარძელში, ამბობენ სკუმბრიას ზეთის ხილი და საყვარელი ფილმი უხდებაო, ჰოდა სულ ეს არის, ბედნიერება უმალ შენია ! 

 

უმალი გემრიელია, უმალი ლამაზად შეფუთულია, უმალი მზა საჭმელია და ზოგავს თქვენს დროს და ხელებს, უმალი ორიგინალურია, უმალი საინტერესოა თავისი მენიუთი და კიდევ ბევრი სხვა , მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ უმალის ზღვის პროდუქტები. 
ჰარვარდის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი. ისინი 16 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ცდის პირებს,რათა დაედგინათ როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად, ან კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევდნენ ზღვის პროდუქტებს, ბევრად ჯანმრთელნი იყვნენ და უფრო მეტ ხანს ცოცხლობდნენ. 

თუ გადაწყვეტთ, რომ გსურთ ზღვის პროდუქტების მოყვარულთა დიდ ჯგუფს შეუერთდეთ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე და უბრალოდ იკვებოთ ჯანსაღად, დაზოგოთ დრო და ენერგია უმალ გაჩნდება უმალი თქვენს ერთგულ მეგობრად ჯანსაღი და გემრიელი, ბედნიერი ცხოვრების სადარაჯოზე

R

მასალის გამოყენების პირობები
26 ივლისი, 2017 12:05 p.m.
ნანახია: 1954