ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პიცა - #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა „პრეგოში“

ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია. მასში უამრავი საინტერესო რეცეპტი და სასარგებლო რჩევაა თავმოყრილი. 2016 წლიდან ჟურნალის რებრენდინგის შემდეგ, გაიზარდა მისი მოცულობა, დაიხვეწა ხარისხი და მკითხველისთვის უფრო საინტერესო გახდა და ერთგულ მკითხველს არა ერთი სიახლე და ღონისძიება შესთავაზა.

ჟურნალმა რამდენიმე თვეა ტრადიციად აქცია სასიამოვნო საღამოების მოწყობა პარტნიორი კომპანიებისთვის. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა მეგობრული შეხვედრებისთვის უფრო მასშტაბური, სახალისო და საინტერესო სახე მიეცა. #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა იტალიურ რესტორან „პრეგოში“ გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ კომპანიები: „ქებული კლიმატი“, „ლოტუსი“ „ნინტი ფარმა“, „გაგრა პლუსი“, „ქარვასლა“, „ბეკო“, და „შვარცკოფი“.

იხილეთ ვიდეო: 

მონაწილეებს ტრადიციული იტალიური პიცა უნდა მოემზადებინათ მათივე შერჩეული ინგრედიენტებით. პროექტის არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე.  ყველას გადაეცა „ნინტი ფარმას“ სპეციალური კოსმეტიკური საშუალება, წიგნი „პალიტრა L”- ისგან „იტალიური სამზარეულო“ და რესტორან „პრეგოს“ ვაუჩერი, რომლითაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ რესტორანში ყველაზე დიდი, ნებისმიერი ტიპის პიცა დააგემოვნონ. ანალოგიური პრიზები გადაეცათ ჟიურის წევრებს: რესტორან პრეგოს წარმომადგენელ დიანა ჩუბინიძეს , „პალიტრა მედიის“ კონტენტ მარკეტინგის მენეჯერ ნინო ტურაშვილსა და ჟურნალ „გემრიელიას“ მთავარ რედაქტორს ქეთი ადეიშვილს. მონაწილეებს მცდელობა არ დაუკლიათ, რომ გემრიელი და ლამაზი პიცა გამოეცხოთ და სახალისო სახელიც შეერჩიათ. საბოლოოდ გაიმარჯვა, კომპანია „ლოტუსის“  წარმომადგენელმა, ანა იმედაშვილმა:

 „გამარჯვებამ ძალინ გამახარა, კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ეს ჩემთვის. დიდი მადლობა ჟურნალ „გემრიელიას“ და „პრეგოს“, რომ მომცეს შანსი თავი გამომეცადა კულინარიაში. ჩემი პიცა იყო ორი გემოვნებით, ერთი ნაწილი პროშუტოთი და მეორე ნაწილი ოთხი ყველით მოვამზადე, ამიტომაც დავარქვი მას „ჯანსაღი ექსპრესია“. მგონი გემრიელი გამოვიდა, თუმცა ვთვლი, რომ ყველას პიცა გემრიელი იყო“.

ანამ, როგორც გამარჯვებულმა, დამატებით მიიღო „პალიტრა L-ის“ გამოცემული „დესერტების ოქროს წიგნი“ და ასევე, სპეციალური პრიზი „რესტორან პრეგოსგან“ - პარტნიორ კომპანია „დეგუსთეითის“ პრემიუმ ხარისხის ღვინო. ანა იმედაშვილი, #CHEFმარკეტერი-ს დასკვნით, გრანდიოზულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვლინდება. ღონისძიების ბოლოს რესტორანი „პრეგო“ სტუმრებს უგემრიელესი პიცითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
ნოდარ ბაღიშვილი, პრეგოს წარმომადგენელი: „კარგი და სახალისო ინიციატივაა ჟურნალ „გემრიელიას“ მხრიდან. საკმაოდ საინტერესო და ლამაზი საღამო გამოვიდა, რადგან ძირითადად ქალბატონები იღებდნენ მასში მონაწილეობას“.

იხილეთ ვიდეო: 

მასალის გამოყენების პირობები
27 ივლისი, 2017 11:58 a.m.
ნანახია: 3020