რომელი სასმელებია ყველაზე საშიში ზაფხულში

ზაფხული - ის დროა, როცა სასმელი ჰაერზე მეტად გვჭირდება... ამ დროს ორგანიზმი ყველაზე დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს...

დიეტოლოგები, ექიმები და მეცნიერები - ერთხმად ამტკიცებენ, რომ წელიწადის ამ დროს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა, ბევრი სითხის მიღება... მაგრამ - არა ყველანაირის.

მაინც, რომელი სასმელებისგან უნდა შევიკაოთ თავი ზაფხულში და არა მარტო წელიწადის ამ დროს?

 

ქარხნული წარმოების წვენები. ამ სასმელში უამრავი კონსერვანტი, შაქარი და სხვა ქიმიური დანამატები შედის. ამიტომაც წყურვილის მოკვლა აჯობებს ახალგამოწურული, ნატურალური წვენებით. თუმცა, არც მათი გადაჭარბებით მიღებაა რეკომენდებული, რადგან ხილისა და ბოსტნეულის წვენები ამაღლებს მჟავიანობას, შედეგად ზედმეტი წვენის მიღებით, შესაძლოა, წყლულის ან გასტრიტის პროვოცირება გამოიწვიოთ.

 

გაზიანი სასმელები. გაზიანი სასმელები უამრავ მავნე ნითვიერებას შეიცავს, რომლებიც აფუჭებენ კბილის ემალს, უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და თირკმელებზე. ამიტომაც, განსაკუთრებით ზაფხულში,  მოერიდეთ ტკბილ, გაზიან სასმელებს.

 

რძე. ცნობილია, რომ რძეში უამრავი სასრგებლო ნივთიერება შედის. თუმცა, ბოლო დროინდელი კვლევების თანახმად, ლაქტოზა, რომელსაც ეს სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს, ყოველთვის არ შეითვისება ორგანიზმის მიერ. შესაბამისად, იწვევს მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებას და მოუნელებლობას.


მასალის გამოყენების პირობები
16 აგვისტო, 2017 02:19 p.m.
ნანახია: 2072