როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული - Gemrielia.ge

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული

თუ უშედეგოდ ცდილობთ, რომ შვილი მიაჩვიოთ სასარგებლო ბოსტნეულის მიღებას, სტრატეგია უნდა შეცვალოთ. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუ პატარას დააჯილდოებთ მცირეოდენი ტკბილეულით, ისინი თანდათან შეცვლიან დამოკიდებულებას მისთვის არასასურველ პროდუქტზე.

 

ზეპირი შექება კი, უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს, ვინაიდან, ექსპერიმენტის ორგანიზატორთა აზრით, ამგვარ სიტყვებს ბავშვი გულწრფელად არ იღებს. ამ თეორიის შესამოწმებლად შერჩეული 173 ოჯახი დაყვეს 2 ჯგუფად. ერთ ჯგუფში მშობლები ბავშვებს აჯილდოებდნენ ტკბილეულით, მეორეში კი მხოლოდ შექებით იფარგლებოდნენ. შედეგებმა ცხადყო, რომ 3-4 წლის პატარები, რომლებსაც მისთვის არასასურველი ბოსტნეულის გემოს გასინჯვისთვის ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ, თანდათან მიეჩვივნენ არასასურველ გემოს. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხოლოდ სიტყვიერ სტიმულაციას იღებდნენ – "ყოჩაღ, შენ ბოსტნეულის ნამდვილი გურმანი ხარ!" – წახალისებას შედეგი არ მოუტანია.

 

 

სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის წარმომადგენელმა, ჯეინ ვარდლმა მშობლებს ურჩია, ბავშვების წასაქეზებლად პაწაწინა, დაბალკალორიული "ჯილდოები" გამოეყენებინათ.

 

კვლევის მსვლელობა და შედეგები იბეჭდებოდა ჟურნალში "American Journal of Clinical Nutrition". მშობლები 12 დღის განმავლობაში სთავაზობდნენ ბავშვებს სტაფილოს, ნიახურს, კიტრს, ტკბილ წიწაკასა და სხვა "არასასურველ" ბოსტნეულს. ბავშვები, რომლებიც საჩუქრად ტკბილეულს იღებდნენ, თანდათან მიეჩვივნენ და შეიყვარეს ბოსტნეული. თავიდან თუ 5 გრამს ჭამდნენ, უკვე 3 თვის შემდეგ უპირატესობას ბოსტნეულს ანიჭებდნენ. პროფესორ ვარდლის აზრით, ექსპერიმენტმა დაამარცხა დამკვიდრებული შეხედულება, რომ ბავშვების წაქეზება ტკბილეულით უარყოფით ეფექტს ახდენდა მათზე.