რატომ ვერ აკმაყოფილებენ ქართული რესტორნები საერთაშორისო მოთხოვნებს- რესტორნების კვალიფიციური საექსპერტო შეფასება უკვე საქართველოშია
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და კულინარია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც შეიძლება ტურისტების მოზიდვა.
საქართველოში შედარებით ცოტაა ისეთი რესტორნები და შეფ- მზარეულები, რომლებსაც გააჩნია საკუთარი უნიკალური კერძები, თუ ხელწერა. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ არის ქართული სამზარეულო პოპულარული იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით მაღალი კონკურენცია და სტანდარტებია.
კერძების ერთფეროვნების გამო ხდება ტრადიციული ქართული სამზარეულოს კრიტიკა. ქართული რესტორნების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არ შეეხება მხოლოდ სერვისს, არამედ მომზადებული საჭმლის გემოვნურ თვისებებსაც, რასაც ბევრი უცხოელი აღნიშნავს. ამ შემთხვევაში, პრობლემა უფრო მიდგომაშია, ვიდრე პოტენციალის არქონაში. საქართველოში ხშირ შემთხვევაში რესტორანი არ ითვლება ისეთ ადგილად, სადაც სახლში მომზადებულ კერძებზე უკეთესი, ან უფრო გემრიელი კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი, რაც ანომალიაა და ხელს უშლის სექტორის განვითარებას.
ზოგადად ევროპის ბევრმა წამყვანმა ქვეყნებმა გაიარეს განვითარების გზა და დღეს კულინარია ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამაში დიდი როლი სწორედ პროფესიონალურმა კრიტიკამ ითამაშა. შეუძლებელია ინდივიდუალურმა მომხმარებელმა დააგემოვნოს თბილისის 500-600 რესტორანი, იმის ასარჩევად, თუ რომელ რესტორნებზე ღირს აქცენტის გაკეთება.
დღევანდელი რეალობით საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ღვინის სმის კულტურა. მოსახლეობა სვამს ან დაბალი ხარისხის ღვინოს, ან სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია კერძების და ღვინის შეხამების შესახებ. ქართული წითელი ღვინო, რომელიც ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ოჯახში დაწურული თეთრი ღვინოები, ვერ სარგებლობს პოპულარობით.
სწორედ ამიტომ Gault&Millau საქართველოს ბაზარზე შემოდის.
Gault&Millau-ს მიზანი იქნება ქართული ღვინის და კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე გაყვანა მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა.
1972 წლიდან გამოიცემა დამოუკიდებელი გზამკვლევი, რომელსაც, დამფუძნებლების პატივსაცემად, Gault&Millau ჰქვია. დღეს, ყვითელი გზამკვლევი აღიარებული, გავლენიანი, ავტორიტეტული გამოცემაა რესტორნების შეფასებასთან დაკავშირებით. ბრენდი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
ყოველწლიურად ბრენდის ინსპექტორების მიერ ხდება ქვეყნის საუკეთესო რესტორნების გამოვლენა, შედეგად ინფორმაცია მათ შესახებ ყვითელ გზამკვლევში ქვეყნდება.
Gault&Millau წარმოდგენილია საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადაში, პოლონეთში, მაროკოში და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსთან ერთად, ბრენდს შეუერთდა რუსეთი, ისრაელი, მალდივისა და ანტილიის კუნძულები. მომავალ წელს დაგეგმილია ათამდე ახალი ქვეყნის ბრენდის ოჯახში გაწევრიანება.
ზოგადად Gault&Millau არის ბრენდი, რომელიც არა კრიტიკაზე არამედ რესტორნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია კულინარიული დონის აწევა კერძების ხარისხისა და გემოს ახალ დონეზე გაყვანა, მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა და ამის ერთ-ერთი საშუალება რესტორნების ობიექტური შეფასება და საუკეთესო შეფ-მზარეულების გამოვლენაა.
რესტორნების კვალიფიციური საექსპერტო შეფასების მეშვეობით, შეიქმნება გამჭვირვალობა მთელ სექტორში და გაიზრდება ჯანსაღი კონკურენცია, როგორც შეფ-მზარეულებს, ასევე, რესტორნებს შორის.
ბრენდის ინსპექტორები ანონიმურად მიდიან რესტორანში როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლები ისე რომ მათ შესახებ არავინ არ იცის და ახდენენ კონკრეტული ობიექტის შეფასებას ახდენენ კერძების დაგემოვნებას და აფასებენ კონკრეტულ ობიექტს.
რა კრიტერიუმებით ფასდება რესტორანი და როგორია შეფასების სქემა?
შეფასებაში უდიდეს როლს თამაშობს საჭმელის გემოვნური თვისებები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი თუმცა შეფასების საკმაოდ კომპლექსურია რომელიც ბევრი კრიტერიუმებისგან შედგება და საბოლოო ქულა ამ კომპონენტების ერთობლიობისგან მიიღება და ვითვალისწინებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სერვისის დონე, გარემო და ა.შ.
საბოლოო ჯამში მთლიანი კრიტერიუმები გარდაიქმნება ქულებად. მაქსიმალური შეფასებაა 20 რაც სულ რამდენიმე რესტორანს მიუღია ბრენდის არსებობის ისტორიაში. მხოლოდ ის რესტორნები , რომლებიც მიიღებენ 10 ქულას ხვდებიან ჩვენს გამოცემაში. თუმცა ამ ზღვარის გადალახვას საკმაოდ რთულია.
რას მოუტანს საქართველოს ამ მიმართულებას კულინარიის, ე.წ. ყვითელი გზამკვლევი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ზოგადად აღნიშნული ბრენდის ოპერირება ხელს უწყობს მომსახურების სფეროს განვითარებას და კულინარიული სექტორის განვითარებას. ჩვენ ვმუშაობთ შეფასების სტანდარტიზებული სქემით, რაც ნიშნავს რომ 14 ქულიანი რესტორანი პარიზში არის იგივე დონის , რამდენიც 14 ქულიანი რესტორანი თბილისში.
ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს გზამკვლევი არის ერთ ერთი საუკეთესო საშუალება რათა მოხდეს იმ ობიექტების ხელს შეწყობა და მოტივირება , რომლებიც გამოირჩევიან კულინარიული თვალსაზრისით.