OLE - ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი
დღეს თავისუფალი რადიკალების გაჩენის და შესაბამისად ნაადრევი დაბერების საფრთხე ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმს ემუქრება. ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გაჩენის მიზეზი ბევრნაირია: დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება, მზეზე ან სოლარიუმში დიდხანს ყოფნა და ალკოჰოლის ან სიგარეტის ხანგრძლივი მოხმარება — ეს ყველაფერი ნაოჭების გამრავლებას და შესაბამისად, დაბერებას იწვევს. თუმცა ნერვიულობას არ გირჩევთ, მაინც ვერაფერს უშველი. ისღა დაგრჩენია, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების სტილით იცხოვრო და სასარგებლო დანამატები მიიღო!
ზეთისხილის სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან შეიტყო: ანტიკურ ხანაში ზეითუნის ზეთს „ოქროს სითხეს“ უწოდებდნენ, რადგან მისი დახმარებით უამრავ დაავადებას კურნავდნენ. ეს მცენარე მედიცინაში საუკუნეების შემდეგაც აქტუალურია: ცოტა ხნის წინ, ფარმაცევტულ ბაზარზე ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი — OLE გამოჩნდა, რომელსაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად იღებენ. მისი დახმარებით ორგანიზმი ადვილად იწოვს მინერალებს, ვიტამინებს და მკვებავ საშუალებებს, ძლიერდება და ინფექციებისგანაც უკეთ იცავს თავს.
რა ხდება OLE-ს ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში?
თუ ზეთისხილის ექსტრაქტს ყოველდღიურად მიიღებ, გარკვეული დროის შემდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას იგრძნობ: ადრინდელივით ადვილად აღარ გაცივდები და აღარც გრიპი დაგემართება ხშირად. ცოტა ხანში, ასევე, კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურაც გაგიუმჯობესდება. ზეთისხილში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გაჩენის პროცესს აფერხებს, შედეგად OLE-ს სისტემატური მიღებით დაბერების პროცესებს დიდი ხნით გადაავადებ. ამასთანავე, ზეთისხილის ექსტრაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბალანსირებულ მუშაობასაც უწყობს ხელს.
შედარებისთვის რომ წარმოიდგინო, ჩ ვიტამინი ადამიანის საკვები რაციონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშე სრულყოფილად ფუნქციობას ვერ ახერხებს ვერც კუნთოვანი, ვერც - ძვლოვანი ქსოვილი. OLE-ს კი ხუთჯერ მეტი ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ჩ ვიტამინს. თანაც მის შემადგენლობაში ორმოცჯერ მეტი პოლიფენოლი შედის, ვიდრე უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულ ზეითუნის ზეთში, რაც ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესების აღდგენას უწყობს ხელს.
როგორ ამზადებენ OLE-ს?
OLE-ს დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ავსტრალიური ზეთისხილის ფოთლები გამოიყენება. ფოთლებს მზის ამოსვლისას კრეფენ, მაშინვე გადაამუშავებენ და ბოთლებში ასხამენ. ზეთისხილის ფოთლები გახმობას და დიდხანს შენახვას არ ექვემდებარება, როგორც მაგალითად პიტნა, ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსტრაქტი სრულიად ახალმოკრეფილი პროდუქტისგანაა მიღებული.
OLE-ს მიღების წესები
OLE ერთი ჩაის კოვზის მოცულობით მიიღება. თუ ზეითუნის ზეთის გემო არ გიყვარს, შეგიძლია 1 ჩ.კ. OLE საკვებს მოასხა ან სასმელს დაამატო და ისე მიიღო. რაც მთავარია, ის 100 % სამარხვო პროდუქცია და შეგიძლია, ნებისმიერ დროს გამოიყენო. OLE-ს შემადგენლობაში არ შედის ხელოვნური არომატიზატორები, საღებავები, კონსერვანტები, სპირტი, შაქარი, სახამებელი, ლაქტოზა, საფუარი, წებოვანა („გლუტენი“) და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები.
R