ხორცის დარბილების ყველაზე მარტივი მეთოდი - მხოლოდ 1 ინგრედიენტი, 30 წუთი და ხორცი პირში დნება! - Gemrielia.ge

ხორცის დარბილების ყველაზე მარტივი მეთოდი - მხოლოდ 1 ინგრედიენტი, 30 წუთი და ხორცი პირში დნება!

თუკი შემთხვევით მაგარი ხორცი იყიდეთ, ნუ დაღონდებით, მისი დარბილება ზალიან მარტივად არის შესაძლებელი!. ამისათვის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაზე მარტივს და მოსახერხებელს გასწავლით.

იმისათვის, რომ ამ ხრიკის ეფექტურობა თვალსაჩინო ყოფილიყო, პროფესიონალმა შეფ-მზარეულმა, ჯეკ სალფანმა, შეიძნა მაგარი ხორცის ერთი ნაჭერი. კულინარი ირწმუნება, რომ ის ისეთივე რბილი გახდება, როგორც ფილე მინიონი. ფილე მინიონი - ეს ყველაზე ნაზი ხორცია, რომელიც ოდესმე გაგისინჯავთ.

მოათავსეთ ხორცი მშრალ, სუფთა ლითონის ფირფიტაზე. მოაყარეთ მთლიანად მსხვილი ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი. გადადეთ გვერდზე. მზარეული გვირჩევს ხორცის ყოველ 2,5 სმ-ს გამოვყოთ 1 საათი. ანუ თუკი თავენ გაქვთ მაგალითად, 7,5 სმ სისქის ხორცის ნაჭერი, მის დასარბილებლად დაგჭირდებათ 3 საათი. ახლა კი ჩართეთ თქვენი მოთმინება.

მარილი შეიწოვს ზედმეტ სითხეს, რის შედეგადაც ის დარბილდება და საოცრად ნაზი გახდება.

ახლა მოვიდა დრო, ჩამორეცხოთ მარილი ხორციდან. დაიჭირეთ ხორცის ნაჭერი გამდინარე წყლის ქვეშ იქამდე, სანამ მთელი მარილი არ ჩამოირეცხება.

მორჩა! დროა შეუდგეთ ხორცისგან სასურველი კერძის მომზადებას. ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა ბარბექიუს მომზადება გსურთ, თუ სოუსის, ხორცი ყველანაირი კერძისთვის იდეალურად ნაზი და რბილია.