მარტივი და გემრიელი რეცეპტები ზარმაცი დიასახლისებისთვის - Gemrielia.ge

მარტივი და გემრიელი რეცეპტები ზარმაცი დიასახლისებისთვის

წელიწადის სხვადასხვა დროს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა საკვები სჭირდება და სიამოვნებს. დღეს გიამბობთ რამდენიმე გემოზე, რომლებიც ამ სეზონის ექსკლუზივი გახლავთ.

ყოველი მათგანი განსხვავებულად გემრიელია.

 

პირველი კერძი, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით არის ძეხვის სალათი. ის მარტივად მზადდება, შეიცავს ვიტამინებს და ძალიან გემრიელია.


 

საჭირო მასალა:
•    ძეხვი - 200 გრამი
•    ახალი კიტრი - 2-3 ცალი
•    კვერცხი - 2 ცალი
•    ქინძი - ერთი კონა
•    მარილი - გემოვნებით.
•    მაიონეზი - 1 სუფრის კოვზი
•    არაჟანი (1 სუფრის კოვზი)
 

მომზადების წესი:
•    წვრილად დაჭერით ძეხვი, კიტრი და მოხარშული კვერცხი 
•    სამივე ინგრედიენტი მოათავსეთ საშუალო ზომის თასში
•    მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი
•    მოასხით ერთმანეთში არეული მაიონეზი და არაჟანი (ან სლობოდას მაიონეზი არაჟნით)
•    მოაყარეთ მარილი
•    მოურიეთ

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოჯახის წევრებს მობეზრდათ შემწვარი კარტოფილით, ერბოკვერცხით, მოხარშული მაკარონითა და სხვა მარტივი კერძებით დანაყრება, სულაც არ არის აუცილებელი რთულ კერძებზე გადასვლა. მრავალფეროვნებისა და ახალი გემოს მისაღებად საკმარისია მენიუს დაამატოთ სოუსი, რომელიც ზემოაღნიშნულ კერძებს ძალიან უხდება.

მაგალითად, შეგიძლიათ მოამზადოთ არაჟნის სოუსი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს მშრალ საკვებს, უხდება როგორც ბოსტეულს, ასევე ხორცეულსაც.


 

საჭირო მასალა:
•    არაჟანი - 100
•    მაიონეზი - 100 გრამი
•    ქინძი - 1 კონა
•    ნიორი - 1 კბილი
•    მარილი - გემოვნებით

 

მომზადების წესი:
•    წვრილად დაჭერით ქინძი
•    გაასუფთავეთ და დანაყეთ/დაჭყლიტეთ ნიორი
•    არაჟანი და მაიონეზიგადაიტანეთ მცირე ზომის თასში
•    ჩაყარეთ ნიორი და მწვანილი არაჟანში
•    მოურიეთ
•    მოაყარეთ მარილი გემოვნებით

 

 

მესამე კერძი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ გახლავთ ღვეზელი და იმდენად მარტივად მზადდება, რომ მას „ზარმაცი ცოლი“  შეარქვეს.


 

 

საჭირო მასალა:

•    პილმენი - 200 გრამი
•    კვერცხი 2 ცალი
•    ხახვი - 2 ცალი
•    ყველი - 100 გრამი
•    მაიონეზი - 50 გრამი
•    არაჟანი - 50 გრამი
•    მარილი - გემოვნებით
•    შავი პილპილი - გემოვნებით
 

მომზადების წესი:

•    წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ტაფაზე
•    ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. მოასხით მაიონეზი და არაჟანი და მოურიეთ
•    წაუსვით ზეთი ღუმელის ფორმას
•    დაყარეთ ზედ პილმენი
•    მოაყარეთ მოთუშული ხახვი
•    დაასხით კვერცხისა და მაიონეზიანი არაჟნის შერევის შედეგად მიღებული მასა
•    მოაყარეთ გახეხილი ყველი
•    შედგით ფორმა ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში

 

აქვე გეტყვით, რომ ყველა ზემოთ ხსენებული კერძის მომზადების დროს შეგიძლიათ თავი აარიდოთ მაიონეზისა და არაჟნის ცალ-ცალკე შეძენას და მათი ერთმანეთში არევაზე დროის დაკარგვას, რადგან სპეციალურად ასეთი კერძებისთვის არსებობს ახალი პროდუქტი მაიონეზისა და არაჟნის ნაზავი. მსგავსი პროდუქტი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია „სლობოდას ბრენდის“ მიერ და ხელმისაწვდომი გახლავთ საკვები პროდუქტების ნებისმიერ მაღაზიაში.

 

 „სლობოდას“ ახალი პროდუქტი „სლობოდა არაჟნით“, თქვენს კერძებს კიდევ უფრო გემრიელსა და მარგებელს გახდის. მასში არაჟანი კლასიკური მაიონეზის „პროვანსალის“ გემოსთან არის შერწყმული, რომელიც ნატურალური კვერცხის გულებითა და ხარისხიანი მცენარეული ზეთით მზადდება.

 

მაიონეზს „სლობოდა არაჟნით“ აქვს სქელი, მაგრამ მსუბუქი ტექსტურა და ჰარმონიული გემო.  ახალი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სალათებში, ასევე წვნიანი კერძების გემოს გასამრავალფეროვნებლად.