ორგანიზმის გამწმენდი 14 პროდუქტი, რომლებიც თქვენ უკვე გაქვთ სამზარეულოში! - Gemrielia.ge

ორგანიზმის გამწმენდი 14 პროდუქტი, რომლებიც თქვენ უკვე გაქვთ სამზარეულოში!

ჩვენს ორგანიზმს დროდადრო ჭირდება განახლება, გაწმენდა. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ამ საქმეში ყველა სამედიცინო პროცედურასა და მედიკამენტებს ჯობია.


გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიას თითოეული ორგანოსთვის, რომლების ჩართვაც რაციონში აუცილებელია, რათა დავრჩეთ ჯანმრთელები.

 

ფარისებრი ჯირკვალი


ნიახური ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ასევე ასუფთვებს სისხლს და ხელს უშლის შარდმჯავას დაგროვებას სისხლძარღვებში. ხოლო მწვანე სმუზი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნიახური, ფარისებრი ჯირკვლის ანთებით პროცესსაც კურნავს.
 

საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა


ხახვი აუმჯობესებს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეთვისებას, რაც საჭმლის გადამუშავების პროცესს საგრძნობლად აუმჯობესებს. ხახვში შემავალი დისულფიდები და ტრისულფიდები შეიცავს ანტიკანცეროგენულ და ანტიბაქტერიულ თვისებებს.
სელისი თესლში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, როგორებიცაა: ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
 

კუჭქვეშა ჯირკვალი


ბრაზილიური თხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნივთიერება სელენს, რომელიც ორგნიზმიდან  ვერცხლისწყლის გამოდევნას უწყობს ხელს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით ამ თხილის მიღება არ შეიძლება.
 

ღვიძლი


ნივთიერება ბეტაინს, რომელსაც შეიცავს ჭარხალი, ღვიძლიდან ტოქსინები გამოაქვს. ასევე ჭარხალი გახლავთ პროდუქტი, რომელიც აახალგაზრდავებს ორგანიზმს - ის აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.
ჯანჯაფილი აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს, ეხმარება ღვიძლის მუსაობას, ამიტომაც მისგან მომზადებულ ზეთს ხშირად იყენებენ სპეციალური ნაყენების მომზადებისას, არომათერაპიის დროს და დიეტური დანამატებისთვის.
გრეიპფრუტი ააქტიურებს ღვიძლის მუსაობას, ამასთან ორგანიზმს ამარაგებს დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებებით. გარდა ამისა, ეს ციტრუსი მდიდარია ვიტამინით ჩ, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს.
 

 

ნაღვლის ბუშტი


ზეითუნის ზეთის გამოყენება ხილის წვენებთან ერთად ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას უწყობს ხელს. ასევე ეს ზეთი დაბლა წევს სისხლში და ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინის დონეს.
 

 

ნაწლავები


კომბოსტოში შემავალი უჯრედები ორგანიზმიდან მძიმე ლითონისა და ტოქსინების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. ხოლო მჟავები, რომმლებისაც შეიცავს ეს ბოსტნეული, ააუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს.
 

 

თირკმლები


ზღვის მარილი ხელს უწყობს ზედმეტი მჟავის გამოდევნას საშარდე გზებიდან, ასევე აბალანსებს ტოტოვან ბალანსს ორგანიზმში.
შტოშს თამამად შეგვიძლია ვუწყოდოთ ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალება, რომელიც წმენდს საშარდე გზებსა და საშარდე ბუშტს.
იმის გამო, რომ არის შარდმდენი,  ოხრახუში ხელს უშლის თირკმლებსა და საშარდე ბუშტში კენჭების წარმოქმნას. გარდა ამისა, ოხრახუში ასუფთავსებს საშარდე ბუშტს და საშარდე გზებს იმის ხარჯზე, რომ ორგანიზმს აიძლებს გამოიმუშაოს და გამოყოს მეტი სითხე.
 

 

სწორი ნაწლავი


საკვები ფერმენტი ბრომალაინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ანანასი, ასუფთავებს სწორ ნაწლავს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ასევე ანანასი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს: მხოლოდ ერთი ნაჭერი ამ ხილისგან ორგანიზმი იღებს ამ საკვები ნივთიერების 10 %-მდე დღიურ ნორმას.
 

 

მთელი ორგანიზმი


ვაშლი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. პექტინი, რომელიც ამ ხილში დიდი რაოდენობით არის, ხელს უწყობს მავნე საკვები დანამატებისა და ლითონის ორგანიზმიდან გამოდევნას.