ფოტოზე მოცემული ბანანებიდან, რომელს იყიდდით? აი, რომელი უნდა აირჩიოთ სინამდვილეში! - Gemrielia.ge

ფოტოზე მოცემული ბანანებიდან, რომელს იყიდდით? აი, რომელი უნდა აირჩიოთ სინამდვილეში!

ბანანი - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი ხილია. ის ორგანიზმისთვის ყოველდღიურად საჭირო უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მაგალითად, მასში უამრავი უჯრედისი, საქაროზა და ფრუქტოზაა.
ხშირად დიდი შეკვრა ბანანის ყიდვის შემდეგ ხილი მეორე და მესამე დღემდე, ხან კი მთელი კვირა გვრჩება. 

 

თავდაპირველად ბანანს მომწვანო-ყვითელი ფერი აქვს, შემდეგ კი ნელ-ნელა მწიფდება. ყველაზე საღი და კარგად დამწიფებული ბანანი ფოტოზე მე-5-7 ნომრით არის აღნიშნული.
ბოლოსკენ ხილზე მუქი ლაქები შეიმჩნევა, შემდეგ კი სრულიად შავდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბანანი გაფუჭებულია. 
პირიქით, რაც უფრო მუქია ბანანის კანი, მით მეტია მა სში სპეციფიკური ცილა.
ეს გახლავთ კიბოსსაქინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც ებრძვის ორგანიზმში ანომალიურ უჯრედებს.
კვლევებმა დაამტკიცა, რომ გადამწიფებული ბანანი შეიცავს ცილას, რომელიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გაზრდას და გავრცელებას.
ბანანი ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო იმუნური სისტემის გაძლიერების გარანტიც არის.
იაპონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით მეტია მასში უჯრედისი, ვიტამინი C, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ანტიოქსიდანტები.
მაგრამ სულ ეს არ არის გაშავებული ბანანის სასარგებლო თვისებები.
 

 

რით არის ის კიდევ სასარგებლო?

1.    ბანანს აქვს ანტიმჟავა თვისებები. მას შეუძლია მოხსნას გულძმარვა და მჟავიანი რეფლუქსი. დღეში მხოლოდ ერთ ბანანს შეუძლია საგრძნობი შვება მოგცეთ.

2.    ეს ხილი გვამარაგებს დამატებითი ენერგიით. თუკი ვარჯიშამდე შეჭამთ 1-2 ცალ ბანანს, დაიმუხტებით იმ რაოდენობის ენერგიით, რომელიც 1 საათი ინტენსიური ვარჯიშისთვის გეყოფათ. 

3.    ბანანი დაბ ლა წევს სისხლის წნევას. იმის გამო, რომ ეს ხილი შეიცავს დიდი რაოდნობით კალიუმს, ხოლო ცოტა ნატრიუმს, შესანშნავი პროფილაქტიკაა ინსლუტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების. ბანანი - ეს გახლავთ გულის საუკეთესო საკვები.

4.    ბანანი სასარგებლოა ანემიის დროს. ის შეიცავს დიეტური რკინის აუცილებელ დოზას, რაც ასტიმულირებს სისხლის წითელი სხეულებისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერდება სისხლის მოძრაობა.

5.    ბანანის მიღება შეგიძლიათ შეუზღუდავად, მაშინაც კი თუ გაწუხებთ კუჭის წყლული. მისი რბილი და ფაფისებური ტექსტურა კუჭს მალამოდ ედება და იცავს აგრესიული მჟავებისგან.

6.    ბანანი ხსნის დეპრესიას. ყველაფერი კი იმის დამსახურებით, რომ მასში ტრიპტოფანის დიდი შემცველობაა. ეს უკანასკნელი  ორგანიზმში სეროტონინად (სწორედ იმ „ბედნიერების ჰორმონად“) გადაიქცება. სეროტონინი - ტვინის ნეირომედიატორია. ის ეხმარება ადამიანს მოდუნდეს, თვი იგრძნოს ბედნიერბად და აუმჯობესებს განწყობას.

7.    ბანანი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან მასში საკმარისი რაოდენობით უჯრედისია, რაც კუჭის მოქმედებას არეგულირებს.

8.    ბანანი სასარგებლოა ნერვული აშლილობისა და PMS-ის დროს. ის არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ასევე B ჯგუფის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ადუნებს.