5 სუპერ საუზმე, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ჩვეულებრივი შვრიისგან
შვრია რომ ყველაზე სასარგებლო ბურღულეულია, ეს ყველამ ვიცით. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, სასარგებლო ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ამ პროდუქტს იდეალურს ხდის საუზმისთვის!
შვრია ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით და ხსნის დაღლილობას.
გთავაზობთ საუზმის 5 ვარიანტს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ შვრიისგან
შვრიის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა შვრია
1 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა შაქარი
½ ჭიქა ზეთი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
2 კვერცხი
ქიშმიში
მომზადება:
ჯამში ერთმანეთში აურიეთ შვრია, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი, ზეთი და კვერცხი. შემდეგ შეაერთეთ ორივე მასა და მოზილეთ ცომი.
გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ზეთი, დაალაგეთ მიღებული ცომისგან გაკეთებული ბურთები და აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
მიირთვით ნამცხვარი ცხელ-ცხელი.
ბანანისა და შვრიის ბატონები
ინგრედიენტები:
2 ბანანი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა შვრია
½ ჩ/კ მარილი
¼ ჭიქა დაჭრილი ფინიკი
¼ ჭიქა ნიგოზი
დარიჩინი
მომზადება:
დაჭყლიტეთ მწიფე ბანანი და გაქენით ფაფისებურად, შემდეგ დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, მარილი, შვრია, ფინიკი და ნიგოზი. კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ მიღებული მასა და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით ბატონების ფორმებად და გემრიელად მიირთვით.
იოგურტი შვრიის ფანტელით და თხილით
ინგრედიენტები:
150 გ იოგურტი
100 გ თხილი
3 ს/კ შვრიის ფანტელი
მომზადება:
უბრალოდ დაუმატეთ იოგურტს შვ რიის ფანტელი და დაჭრილი თხილი და მორჩა!. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი.
შვრიისა და სტაფილოს კოქტეილი
ინგრედიენტები:
3 ფორთოხლის წვენი
1 ჭიქა წყალი
2 ს/კ შვრიის ფანტელი
1 სტაფილო
მომზადება:
დაჭერით სტაფილო პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. არაჩვეულებრივი ენერგეტიკული კოქტეილი მზად არის!
შვრიის ფაფა
ინგრედიენტები:
30 გ შვრიის ფანტელი
1 ჭიქა რძე
შაქარი ან თაფლი გემოვნებით
დარიჩინი (სურვილისამებრ)
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და ხარშეთ 2-3 წუთი.
არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით იღებთ შვრიას, დაიმახსოვრეთ, რომ ის ყველაზე ჯანმრთელი და სასარგებლო პროდუქტია!
თქვენ როგორ ამზადებთ შვრიას საუზმისთვის? გაგვიზიარეთ!