ფროში - ბრენდი, რომელიც ზრუნავს შენზე და გარემოზე - Gemrielia.ge

ფროში - ბრენდი, რომელიც ზრუნავს შენზე და გარემოზე

ალერგია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%-ს აწუხებს. გამომწვევი მიზეზი ბევრია: საკვები, ტანსაცმელი, ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება და რა თქმა უნდა, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხიმგებლობაა, რადგან მისი მდგომარეობა ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, განსაკუთრებით საპასუხისმებლო მისია კომპანიებს და მწარმოებლებს ეკისრებათ. ეკოლოგიური ბრენდი არც ისე ბევრია. ერთ-ერთი ასეთი კი „ფროშია“ - გერმანელი მწვანე მეგობრული ბაყაყი, რომელიც უკვე 31 წელია ზრუნავს გარემოსა და საკუთარ მომხმარებელზე. 

 


„ფროში“ 1986 წელს გერმანიაში, ქალაქ მაინცში დაიბადა და გადაწყვიტა, სისუფთავეზე ზრუნვა მისი მთავარი საქმიანობა ყოფილიყო. ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რომლებიც გერმანიაში მზადდება, ქართველი მომხმარებლისთვის უკვე 15 წელია ხელმისაწვდომია.

პროდუქცია არ შეიცავს იმ მავნე ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც აბინძურებს გარემოს და იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასეთებია: ფოსფატები, ბორატები, ჰალოგენური ნაერთები, ფორმალდეჰიდები და მრავალი სხვა. მათ ნაცვლად „ფროში“ მცენარეების სასარგებლო თვისებებს იყენებს და ამით ახერხებს წმენდის საუკეთესო ხარისხის მიღებას. ალოე ვერა, ნუშის რძე, ფორთოხალი, ლიმონი, სოდა, ძმარი, ლავანდა, ყურძენი და უამრავი სხვა ბუნებრივი ინგრედიენტი შეგხვდებათ „ფროშის“ პროდუქციის შემადგენლობაში. ზოგიერთი მათგანი ცხიმის მოშორების საუკეთესო საშუალებაა, ზოგი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, ზოგი ჩამჯდარ ჭუჭყს აშორებს, ზოგიც წყლისა და საპნისგან დატოვებულ ნადებს აქრობს, თანაც ამ ყველაფერთან ერთად სასიამოვნო სურნელსაც ტოვებს და არც კანს აღიზიანებს. 

 

 

 

„ფროშის“ პროდუქციის გამოყენება ხელთათმანის გარეშეც კი შეგიძლიათ. განსაკუთრებით მგრძნობიარე და პრობლემული კანის მქონე ადამიანებისთვის კი, "მწვანე ბაყაყი" სპეციალურ პროდუქციასაც ქმნის. ასეთი თვისებებით გამოირჩევა ალოე ვერას ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. 

„ფროშის“ სრულ ასორტიმენტს მის Facebook გვერდზეც შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

სუპერმარკეტში კი, როდესაც მის შეფუთვას  წააწყდებით, აუცილებლად მოძებნეთ უკანა მხარეს 9 ეკო ნიშანი, რომელიც დაგარწმუნებთ მის ეკოლოგიურობასა და უსაფრთხოებაში. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან ინფორმაციას აღნიშნავს:

 

1. შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ალოე ვერა, ლავანდა, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა;
   

2. აქვს სწრაფად ბიოდეგრადირებადი შეფუთვა. ჩვეულებრივი პლასტმასის შეფუთვისგან განსხვავებით, რომლის დაშლას 400 წელი სჭირდება, ფროშის შეფუთვა ნიადაგში მოხვედრიდან 5-6 თვეში იშლება;
   

3. დერმატოლოგიურად ტესტირებულია, ანტიალერგიულია;
   

4. არ შეიცავს ფოსფატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს, ჰალოგენურ ნაერთებს და უამრავ სხვა მავნე ქიმიურ ნაერთს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანსა და ბუნებაზე;
   

5. „ფროშის“ წარმოების პროცესში შემცირებულია ზეგავლენა გარემოზე;
   

6. ვეგანურია. არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს და არ ატარებს ცდებს ცხოველებზე;
   

7. აქვს ენერგოდამზოგველი წარმოება. წარმოების პროცესში აქტიურად იყენებს ქარის და მზის ენერგიებს;
   

8. არ აბინძურებს წყალს, რადგან არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნაერთებს;
   

9. აქვს 31-წლიანი გამოცდილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში.
   


და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გერმანული გამოცემა Readers Digest-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „ფროში“ უკვე 20 წელია ყველაზე სანდო ბრენდია მომხმარებლისთვის. 

 

R