ნაპოლეონი - Gemrielia.ge

ნაპოლეონი


საფრანგეთსა და იტალიაში "ნაპოლეონს" მოიხსენიებენ, როგორც millefeuille (1000 ფენა), დიდ ბრიტანეთში _  Vanilla slice ან  cream slice. ერთი ვერსიის თანახმად, ამ ნუგბარის სახელი ქალაქ ნეაპოლიდან მოდის, სადაც მას ამზადებდნენ. რეცეპტის შექმნაზე ბევრი კონდიტერი მუშაობდა და შედგებოდა მრავალი თხელი ფენისაგან. რუსეთში `ნაპოლეონის~ სახელწოდებას ხშირად უკავშირებენ 1912 წელს. როდესაც მოსკოვში საფრანგეთის იმპერატორის დამარცხების 100 წლისთავს ზეიმობდნენ, მრავალი სადღესასწაულო კერძი და სასმელი მომზადდა. მათ შორის იყო სამკუთხედის ფორმის ფენოვანი ნამცხვარი, რომელიც დამსწრე საზოგადოებამ ნაპოლეონ ბონაპარტის ქუდს მიამსგავსა და აქედან ეწოდა სახელიც. მსოფლიო საკონდიტრო ხელოვნების ამ შედევრმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა – ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირში იგი გადაიქცა იფფასიანი სასადილოების უბრალო დესერტად, რომლის კრემსაც დაბალი ხარისხის ფქვილისგან ამზადებდნენ, ხოლო ფენების გამოცხობისას კი ირღვეოდა ტექნოლოგია. ეს ყოველივე გამოწვეული იყო მაღალი ხარისხის პროდუქტების უკმარისობით. დღეს, როდესაც ამ სადღესასწაულო ნუგბარის მრავალი რეცეპტი არსებობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ პატივსაცემი სტუმრების `ნაპოლეონით” გამასპინძლება ცუდ ტონად ითვლებოდა პოსტრევოლუციურ საბჭოთა კავშირში.