იდეალური ფარშის მომზადების საიდუმლოებები საუკეთესო შეფ-მზარეულებისგან! - Gemrielia.ge

იდეალური ფარშის მომზადების საიდუმლოებები საუკეთესო შეფ-მზარეულებისგან!

როგორც ცნობილია, სიტყვა „ფარში“ წარმოდგება ფრანგული Farce (გულსართი)-სგან. ხორცის ფარშისგან მომზადებული ყველაზე პოპულარუკი კერძი კატლეტია. გარდა ამისა, ფარშისგან ჩვენ ვამზადებთ პელმენებს, ხინკალს, ტოლმას, ღვეზელებს და სხვა გემრიელობებს.


იდეალურად მომზადებული (შეზავებული) ფარში ზემოთ ჩამოთვლილი კერძის გემოს განმსაზღვრელია. 
მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ხორცის ფარში

 

როგორ დავაქუცმაცოთ ხორცი:


1.    გავატაროთ ხორცსაკეპში
2.    დავაბლენდეროთ
3.    დავჭრათ წმინდად ბასრი ორმხრივი დანის მეშვეობით.

ხორცის ფარშის მომზადება რა თქმა უნდა ხორცის დაქუცმაცებით იწყება. სანამ ხორცს გაატარებდეთ (ან დააბლენდერებდეთ,  თუ დაჭრიდეთ), მოაშორეთ მას ხრტილები, კანი, აპკი, ძვლები და სხვა ზედმეტობები. დანით დაკეპილი ხორცი ბევრად წვნიანი გამოდის. 

ფარშის მომზადებისას შეფ-მზარეულები რამდენიმე სახეობის ხორცის შერევას გვირჩევენ. მაგალითად, ქათმის ფილეს, ინდაურს ან მჭლე საქონლის ხორცს თუ შეურევთ ზომიერად ცხიმიან ღორის ხორცს, ფარში იდეალური გამოვა - წვნიანი და ზომიერად ცხიმიანი. გთავაზობთ, მოსინჯოთ ნაკლებად გავრცელებული ხორცის შეხამებები.
 

ხორცის დუეტები:
1.     საქონლის ხორცი + ცხვრის ხორცი
2.    საქონლის ხორცი + ქათმის ხორცი
3.    ცხვრის ხორცი + ქათმის ხორცი
4.    ღორის ხორცი + ინდაურის ხორცი
5.    ღორის ხორცი + კურდღლის ხორცი

 

რით შევაზავოთ ფარში
1.    კარაქი
2.    რძეში დამბალი თეთრი პური
3.    სალა
4.    გახეხილი ყველი
5.    უმი ბოსტნეული: კარტოფილი, გოგრა, ყაბაყი
6.    ვაშლი
7.    ბურღულეული: ბრინჯი ან ბულგური
8.    ტომატის წვენი

იმისათვის, რომ საქონლის ან ხბოს ხორცის ფარში უფრო ნაზი და ფაფუკი გამოვიდეს, დაუმატეთ მას ვაშლი - 600 გ ხორცზე საკმარისი იქნება 1 ცალი ვაშლი. თეთრი პური იმისათვის არის საჭირო, რომ კატლეტი არ დაიშალოს და უფრო ნაზი გამოვიდეს. პური შეგიძლიათ დაალბოთ ადუღებულ წყალში, რძესა ან ნაღებში, შემდეგ გაწუროთ, მოაშოროთ კანი და გაატაროთ ხორცსაკეპში.

 

თუკი ქათმის ხორცისგან მომზადებული ფარში ზედმეტად მშრალი გამოგივიდათ, დაუმატეთ მას ტომატის წვენი: 50 მლ 500 გ ხორცზე. იმისათვის, რომ თევზის ფარში მეტად წვნიანი გამოგივიდეთ, დაუმატეთ მას კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო ან წვნიანი ყაბაყი. ფარშისთვის ბოსტნეული უმჯობესია გახეხოთ წვრილად.
 

სანელებლები:
1.    საქონლის ფარშისთვის: წიწაკა + მუსკატის კაკალი
2.    ცხვრის ხორცის ფარშისთვის: ძირა + ხმელი ქინძი
3.    ღორის ხორცის ფარშისთვის: წიწაკა + მუსკატის კაკალი
4.    ქათმის ხორცის ფარშისთვის: (სურვილისამებრ, ქარის ფხვნილი) კურკუმა

ფარშის კლასიკურ სანელბლებში შედის, როგორც წესი, შემდეგი კომპონენტები: დაფქული წიწაკა, ნიორი, ტკბილი პაპრიკა, დაფქული ხმელი ქინძი, მდოგვის მარცვლები, მუსკატის კაკალი, ქონდარი, ძირა. ფარშის სანელბლების იტალიური ვარიანტია: ტომატი და იტალიური ბალახები.