რა შეიძლება გავატანოთ ბავშვებს სკოლაში წასახემსებლად - ჯანსაღი იდეები - Gemrielia.ge

რა შეიძლება გავატანოთ ბავშვებს სკოლაში წასახემსებლად - ჯანსაღი იდეები

სკოლაში წასვლამდე ბავშვმა რომ უნდა ისაუზმოს ეს დაუწერელი კანონია. გარდა ამისა, იმაზეც უნდა იფიქროთ, რა უნდა ჩაუდოთ ბავშვს სკოლაში წასაღებად, რათა შესვენებაზე სასარგებლო საკვები მიირთვას. 

გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს და სასკოლო წახემსების ჯანსაღ ვარიანტებს. 
 

 

სწორი არჩევანია: ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ცხოველური და რძის ცილა და ნახშირწყლები (ენერგიისთვის). თუმცა, ნუ გგონიათ, რომ თუ ბავშვს ლანჩბოსქსში ბროკოლს, ვაშლს და მარცვეულის პურს ჩაუდებთ, ყველაფერს შეჭამს. თავადაპირველად, ერთად უნდა შეადგინოთ ჩაალაგოთ ლანჩბოქსში პროდუქტები. ეცადეთ, რომ მასში მოსწავლის ლანჩბოქსის ვარიანტები
 

 

რძის პროდუქტები
ბავშვი თავისი სურვილით რძის პროდუქტებს არ შეჭამს. დამტკბარს კი, მაგრამ ის კალორიული და ალერგიული საკვებია. შაქარი აქარწყლებს რძის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ, ტკბილი ხაჭო, ხილის ტკბილი იოგურტი და რძის შოკოლადი კბილებსა და ძვლებს არ გაუმაგრებს ბავშვს. შეგიძლიათ მაწონში დაბლენდერებული ხილი შეურიოთ და ის ჩაუსხათ ბოთლში. 

 

ბუტერბროდები
ტვინის ძირითადი საკვები გლუკოზაა - შაქარი და თაფლი. ნახშირწყალიც გლუკოზად გადაიქცევა. უნდა გაამდიდროთ ბავშვის რაციონი ბურღულეულით (შვრიის, წიწიბური, ბრინჯისა და ქერის ფაფა), ფქვილოვანი პროდუქტებით (პური, მაკარონი) და პარკოსნებით (ბარდა, ლობიო, ოსპი). წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ტკბილეულისადმი გაუმძაფრდებათ ლტოლვა. 
თუ ბავშვს ბუტერბროდი მობეზრდა, საკვები თხელ ლავაშში, ბლინში გადაუხვიეთ. 

 

რაც შეეხება ბუტერბროდის შიგთავსს. რა საკვირველია, ის სასარგებლო და მრავალფეროვანი უნდა იყოს: იხილეთ იდეები ბუტერბროდის შიგთავსისთვის...

-0:48

სასარგებლო პროდუქტებიც მოხვდეს.