5 რამ, რაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის კანი - Gemrielia.ge

5 რამ, რაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის კანი

ფორთოხლის რბილობი იმდენად გემრიელია, რომ მისი კანის სასარგებლო თვისებებზე არც არავინ დაფიქრებულა სერიოზულად. არადა, ის ძალიან უსამართლოდ ხვდება ნაგვის ურნაში.


გაგაცნობთ ფორთოხლის კანის სასარგებლო თვისბებსა და პრაქტიკულ რჩევებს დიასახლისებისთვის:


1.    გამწმენდი საშუალება


ფორთოხლის კანი შეიცავს საკმარისი რაოდენობის ეთერზეთებს იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, როგორც ანტიბაქტერიული გამწმენდი საშუალება, რომლის ეკოლოგიურობაშიც შეგიძლიათ, ეჭვი არ შეიტანოთ.

 


მიკროტალღური ღუმელის წმენდა ახლა მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მოათავსეთ მასში ფორთოხლის კანი და დაასხით 300 მლ წყალი. ჩართეთ მიკროტალღური ღუმელი 7 წუთი მაქსიმალურ რეჟიმზე, შემდეგ კი გადაუსვით მხოლოდ მშრალი, სუფთა ჩვარი. ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის კანითაც.


დასაჭრელი დაფაც იმ ნივთების სიაშია, რომლებიც შეგიძლიათ გასმინდოდთ ფორთოხლის კანის მეშვეობით. მოაყარეთ მასზე ცოტაოდენი მარილი და გაუსვით ფორთოხლის კანი.


ყავის მადუღარაც ახალივით დაიწყებს ბზინვას, თუკი მას  ამ საშუალებით გარეცხავთ: ცივ წყლიან ჭიქაში დაუმატეთ ფორთოხლის დაჭრილი კანი და 2 ჩ/კ მარილი. 2 წუთის განმავლობაში ანჯღრიეთ ამ მასით სავსე ყავის მადუღარა, შემდეგ კი უბრალოდ გამოავლეთ სუფთა წყალი.


და თუკი ცხიმიანი ლაქების ამომყვანი უნივერსალური საშუალება დაგჭირდათ, უბრალოდ დაასხით ფორთოხლის კანებს ძმარი და გააჩერეთ ერთი კვირა, ამის შემდეგ გადაწურეთ და სითხე ჩაასხით პულივიზატორიან ჭურჭელში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისაც გამოგადგებათ ნარინჯისფერი სითხე, რათა ჭურჭელს წყლის ლაქები არ დარჩეს გარეცხვის შემდეგ.

2.    ჩაი


კლასიკურ შავ ჩაის უამრავი სანელებელი უხდება. მისი მწკლარტე გემო უბრალოდ აკვდება ფორთოხლის ცედრის არომატს. სულ ცოტა მიხაკიც და თქვენი ექსკლუზიური ჩაი მზად არის.
 

3.    სანელებელი


ფორთოხლის კანი სანლებლად არაჩვეულებრივია არა მხოლოდ ჩაისა და ლიმონათებში, არამედ სხვადასხვა კერძშიც. გამოაშრეთ ფორთოხლის კანები მზეზე ან ღუმელში, შემდეგ გახეხეთ წვრილად და გამოიყენეთ სანელებლად ხორციანი კერძების მომზადებისას. განსაკუთრებით უხდება ფრინველის ხორცს, როგორც შეფ-მზარეულმა გვითხრა. და თუკი ჯერ არ გიცდიათ, დაუმატოთ ფორთოხლის გახეხილი კანი მდოგვს, მაშინ იცოდეთ, რომ ნამდვილი კულინაიურლი აღმოჩენა ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
 

4.    არომატიზატორი


როგორც ცნობილია, ფორთოხლის კანს ძლიერი არომატი აქვს. ამიტომაც ნუ დაიხარჯებით და ნუ შეიძენთ არომატულ სანთლებს. უბრალოდ გაფცქვენით ხილი ისე, რომ კანისგან მიიღოთ ფიალა, ფითილად დაუტოვეთ ცენტრში კანის თეთრი ადგილი.  ჩაასხით ფიალაში ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ, რომ გაუჯდეს კანს. შემდეგ კი მოუკიდეთ და დაწვით ნელ-ნელა. ვერცერთი მწერი ვერ გაუძლებს ამ არომატს. თქვენ კი დატკბებით შემოდგომა-ზამთრის სურნელით.
 

5.    ცუკატები

 


დესერტად კი - ფორთოხლის ცუკატებს გთავაზობთ! დაალბეთ წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ფორთოხლის კანები წყალში ერთი დღე, რამდენჯერმე გამოუცვალეთ ამასობაში წყალი. შემდეგ დაასხით ბოლო სუფთა წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 20 წუთი. მოამზადეთ ცალკე სიროფი (ერთ ჭიქა წყალზე, ნახევარი ჭიქა შაქარი) და ახლა მასში ხარშეთ ფორთოხლის კანები იქამდე, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ გადაყარეთ საწურზე და გააჩერეთ, სანამ არ გაშრება (შეგიძლიათ პროცესი დააჩქაროთ ღუმელით). ჩაისთან მისაყოლებელი ტკბილეული მზად არის.


ასევე იხილეთ რეცეპტი:

შოკოლადში ამოვლებული კარამელიზებული ფორთოხალი