ყველაზე უვნებელი, გემრიელი და ნოყიერი დიეტა გოგრით
არაფერი იმაზე ეფექტური არ არის, ვიდრე სეზონური ბოსტნეულის რაციონალური გამოყენებაა. შემოდგომა - ხილ-ბოსტნეულის ბუმის დროა. და როგორ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის?
სწორედ ამიტომ, გადავიწყვიტეთ შემოგთავაზოთ საშემოდგომო დიეტა, რომელიც გაგოცებთ თავისი სიმარტივითა და ფერებით.
გოგრა - არის პროდუქტი, რომელიც შესანიშნავად ანაყრებს და საბედნიეროდ, მისი მომზადების უამრავი რეცეპტიც არსებობს. სწორედ ამიტომაც მასთან ერთად არ არის რთული დიეტური მენიუს შედგენა.
პირველი დღე
საუზმე: გოგრის ფაფა (ბრინჯით, შვრიით) და გოგრის სალათა
სადილი: გოგრის სუფი ოსპით
ვახშამი: მოხარშული გოგრა
მეორე დღე
საუზმე: გოგრისა და ვაშლის სალათა ლიმონის წვენით და იოგურტით
სადილი: ნებისმიერი დიეტური სუფი და მოხარშული გოგრა.
ვახშამი: გამომცხვარი ვაშლი
მესამე დღე:
საუზმე: გოგრის ფაფა და გოგრის სმუზი
სადილი: ქათმის ხორცის გუფთების წვნიანი გოგრით. დესერტად შემწვარი გოგრა თაფლით
ვახშამი: გოგრის სალათა ანანასითა და პურის ორცხობილებით.
მეოთხე დღე:
საუზმე: გოგრის ფაფა
სადილი: ბორშჩი და ღუმელში გამომცხვარი წიწაკა
ვახშამი: გოგრის რაგუ
ამ დიეტას თითქმის არ აქვს უკუჩვენება, მაგრამ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს არ არის რეკომენდებული ამდენი უჯრედისის შემცველი პროდუქტის ერთად მიღება.სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გოგრას სარგებლობით არ აქვს ბადალი.
აქვე იხილეთ ვიდეორეცეპტი:
გოგრა წარმოუდგენელი კომბინაციით - საშემოდგომო კერძი, რომლითაც მეგობრებში იტრაბახებთ