ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომელთა შეძენაც ქართულ ბაზარზეა შესაძლებელი - Gemrielia.ge

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომელთა შეძენაც ქართულ ბაზარზეა შესაძლებელი

"როდესაც ბოლო ხე მოიჭრება, ბოლო მდინარე მოიწამლება და ბოლო თევზს დაიჭერენ, მაშინ დაინახავთ, რომ ფული არ იჭმევა" - კანადელი კინორეჟისორის ეს ცნობილი გამოთქმა კარგად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ეკო პროდუქტების დეფიციტი ჰქვია. არაჯანსაღი პროდუქტების წარმოების არაჯანსაღი გზები - სწორედ ეს პროცესი აყენებს გარემოს ამდენ ზიანს. ბაზარზე ეკო პროდუქტების აღმოჩენა კი საკმაოდ რთული საქმეა ორი მიზეზის გამო. მათი წილი საერთო პროდუქტების რაოდენობაში საკმაოდ მცირეა. მეორე მხრივ კი, მსოფლიო მასშტაბით ეკო პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მზარდია.
 

საქართველოში ეს ტენდენცია ეტაპობრივად ხდება აქტუალური. ეკო პროდუქტების წილი ამ დროისთვის მაინც მცირეა, მაგრამ ისინი სკმაოდ მოთხოვნადია. ხშირად შეხვდებით მაღაზიებში ხალხს, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქციის ანოტაციას კითხულობენ და ინტერესდებიან, რამდენად ჯანსაღი პროდუქტის შეძენას აპირებენ.
 

ჩვენ წარმოგიდგენთ იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ეკო პროდუქტების ნაწილს, რომელთა შეძენაც დღეს ქართულ ბაზარზეა შესაძლებელი.

 

ხორცპროდუქტები

ხორცპროდუქტების ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კომპანიას ”ბიუ ბიუს”, რომელიც მომხმარებელს ქართულ სიმინდსა და ხორბალზე გაზრდილი ქათმის ხორცსა და კვერცხს სთავაზობს. ”ბიუბიუს” პორდუქციის გემო ცალსახად ჯანსაღი და განსხვავებულია. ხორცი უმეტესად იყიდება გაუყინავ მდგომარეობაში, რაც მის სარგებლიანობას კიდევ უფრო ზრდის. კომპანია ზრუნავს გარემოზეც. საწარმოში ნარჩენებს ამუშავებენ და ბუნებას არ აბინძურებენ.

 

საოჯახო ქიმია

საოჯახო ქიმიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გერმანულ კომპანია ”ფროშს”. ”ზრუნავს შენზე და გარემოზე” - ასეთია კომპანიის სლოგანი, რომელიც 20 წელია ყველაზე სანდო ბრენდის სტატუსით სარგებლობს გერმანელ მომხმარებელში. “ფროში” მომხმარებელს ყველა სახის საწმენდ და სარეცხ საშუალებას სთავაზობს. ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მისი პროდუქცია შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ინგრედიენტებს, რომლებსაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები სარეცხ საშუალებებად იყენებდნენ. პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და არ იწვევს ალერგიას. ამ ყველაფერს ადასტურებს 9 ეკო ნიშანი, რომელიც პროდუქციის შეფუთვაზეა დატანილი.”ფროშის” წარმოების პროცესი ისეა მოწყობილი, რომ  გარემოს დაბინძურება მცირედითაც კი არ ხდება. 

 

ხილ-ბოსტნეული

ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეულს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კომპანია ”ჰერბიას” პროდუქციას. ის Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული.”ჰერბია” მომხმარებელს სანდო ადგილობრივ პროდუქციას მთელი წლის განმავლობაშისთავაზობს. მისი ყველა პროდუქტი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებსშეესაბამება.

 

ტკბილეული

ტკბილეული ის პროდუქციაა, რომელიც ყველაზე არაჯანსაღია და მაინც ყველაზე მეტად იზიდავს დიდსა თუ პატარას. თუმცა ამ მიმართულებაშიც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქციის შერჩევა. მაგალითად, ასეთია ქართული ხილის ჩირის ბრენდი ”ჩიკორი”. მისი მწარმოებელი ”ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია” ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე წარმოებული ჩირის მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობს.კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. ცოტა ხნის წინ „ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ” ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი მოიპოვა.

 

სათამაშოები

სათამაშო ბავშვის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. პატარა მას ყველანაირად, მათ შორის, პირში ჩადებითაც ამოწმებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო ეკოლოგიურად სუფთა იყოს. ქართულ ბაზარზე ბოლო პერიოდში გაჩნდა რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც ხის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სათამაშოებს აწამოებენ. მაგალითად, დიმარი მომხმარებელს სთავაზობს: განმავითარებელ სათამაშოებს, მუსიკალურ სათამაშოებს, აქსესუარებს, დეკორაციებს და ხის ფაზლებს. ამავე მიმართულებით მუშაობს კიდევ ერთი სტარტაპი ”ჯეოთოიზ”.