”10 ქართული ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” – 8 ნოემბრს პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია გაიმართება - Gemrielia.ge

”10 ქართული ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” – 8 ნოემბრს პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

8 ნოემბერს ALLWINE.GE -ის სადეგუსტაციო კუთხეში 23 სახეობის ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი. ადგილზე მისული სტუმრები კი შეძლებენ თითოეული მათგანი დააგემოვნონ და 10 საუკუთესო ღვინის გამოსავლენად საკუთარი არჩევანი დაფიქსირონ.

”ეს სახალხო პროექტია და ყველა ჩვენგანის ვალია ერთის მხრივ, მონაწილეობა მივიღოთ მასში და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შერჩევის პროცესს. ამიტომ აუცილებლად ყველა უნდა დაესწროს დეგუსტაციას და გააკეთოს სწორი არჩევანი, სწორედ ეს ღვინოები გახდება ჩვენი ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათი და საპატიო ადგილს დაიკავებს თითოეული ქართველის ოჯახშიც” .- განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დაასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი, მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად იგეგმება დეგუსტაციები,სადაც შესაძლებლობა ექნებათ,კარგად გაეცნონ ღვინის სახეობებს და გამოავლინონ თავისი რჩეული ღვინო, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემენ ხმას.

ღვინის სახეობების არჩევის შემდეგ, ის კომპანიები რომლებსაც პროექტში ჩართვის სურვილი ექნებათ და გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ თავიანთი რჩეული ღვინოები დეგუსტაციებზე. ღვინის შერჩევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და კონკრეტულ სახეობებში გამოვლიანდებიან საუკეთესო მეღვინეები, რომელსაც უკვე შეარჩევს პროფესიონალი და გამოცდილი სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

მასში მონაწილეობა უკვე 50 000-მდე ადამიანმა მიიღო. "ქართული ღვინის ფესტივალზე", რომელიც 15 ოქტომბერს გაიმართა, ბრმა დეგუსტაციით დაიწყო ხმი მიცემა საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად. ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობს და გამოკითხვაში მონაწილეობა კვირის პალიტრის, ლელოს, ავტობილდისა და გზის მკითხველსაც შეუძლია.

დეგუსტაციაზე დასწრება თავისუფალია! ღვინის მოყვარულებს და ყველას, ვისაც გსურთ პროექტში მონაწილეობა მიიღოთ  და ხმა მისცეთ საყვვრელი ღვინის სახეობას, მობრძანდით 8 ნოემბერს, ბიბლუსი გალერში, ALLWINE.GE -ის სადეგუსტაციო კუთხეში, 12:00-დან 18:00 საათამდე.

მანამდე კი შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ხმა მისცეთ სასურველი ღვინის სახეობას