წიგნის კაფე „პიატო“ - ჩემი ახალი აღმოჩენაა
ყოველდღიური რუტინით გადაღლილები ხშირად ვეძებთ ადგილს, სადაც მშვიდად განტვირთვას შევძლებთ. მცირე ზომის, სასიამოვნო გარემოს მქონე კაფეების მიმართ ინტერესი კი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება.
თუ კაფე გემრიელ კერძებსა და გამორჩეულ გარემოს კარგად უთავსებს ერთმანეთს, მაშინ ის ნამდვილად ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილი.საქართველოში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით იტალიური სამზარეულო სარგებლობს. ნამდვილი იტალიური სამზარეულოს სურნელი კი წიგნის კაფე „პიატოში“ იგრძნობა, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე.
„პიატოს“ სამზარეულო გემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი შეფმზარეულის - მიშა ბერძენიშვილის მარჯვე ხელების დამსახურებაა. „ჩვენთან კერძები ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება. ყველას ვურჩევ, ეწვიონ ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილს. მე და მთელი გუნდი ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებული კერძები შევთავაზოთ. დამიჯერეთ, „პიატოში“ ერთხელ მოსულ ადამიანს, სხვაგან წასვლა აღარ მოუნდება.
პიატოს მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენს მისი ინტერიერიც, რომელიც ისეა მოწყობილი,რომ ქმნის შეგრძნებას, თითქოს თითოეულ სტუმარს თავისი სივრცე აქვს და ისინიც ისე გრძნობენ თავს,როგორც საკუთარ სახლში. კაფე „ბიბლუსი გალერეების“ ნაწილია, შესაბამისად განსაკუთრებით წიგნის მოყვარულები ნამდვილად სამოთხეში იგრძნობენ თავს. ამას ემატება ახალგაზრდა, სასიამოვნო და მუდამ პოზიტიური მომსახურე პერსონალი, რომელიც ხშირად სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს ხოლმე სტუმრებს.“ – ამბობს მიშა ბერძენიშვილი
იტალიური კერძები, უგემრიელესი ყავის მრავალფეროვანი არჩევანი,უიშვიათესი სახეობის ქართული ღვინოები, სასიამოვნო გარემო და უამრავი საინტერესო წიგნი - ყოველივე ამას სწორედ წიგნის კაფე „პიატო“ აერთიანებს.თუ გიყვართ ლიტერატურა, მშვიდი გარემო და გურმანიც ბრძანდებით, საკმარისი მიზეზი გქონიათ იმისთვის, რომ სწორედ ამ კაფის ხშირი სტუმარი გახდეთ. აქ ხშირად ნახავთ ადამიანებს საქმიან შეხვედრებზე, ლანჩზე შეკრებილ თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებიც სხვადასხვა თემას განიხილავენ, წყვილებს, რომლებიც მშვიდ გარემოს ეძებენ სასაუბროდ, ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: ანდრო დგებუაძე, დავით გაბუნია, კონსტანტინე კუბლაშვილი, დათო ტურაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი კეკელიძე და სხვა. როგორც ჩანს, ეს კაფე ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა სფეროსა და სეგმენტის წარმომადგენლებს.
წიგნის კაფე „პიატო“ „ბიბლუსი გალერეებშია“ განთავსებული და თქვენ გელოდებათ.
საქართველოს მასშტაბით კაფე უკვე 5 ლოკაციაზე მდებარეობს- თბილისი: ჭავჭავაძის #7, გაგარინის #7, ვაჟა-ფშაველას 47 , ასევე რეგიონებში - თელავი: ბახტრიონის და სააკაძის ქუჩების კვეთა; ბათუმი : მემედ აბაშიძის #52.