როგორ მოვწალოთ კომბოსტო ტოლმისთვის სწრაფად და მარტივად 1 ხრიკის მეშვეობით - Gemrielia.ge

როგორ მოვწალოთ კომბოსტო ტოლმისთვის სწრაფად და მარტივად 1 ხრიკის მეშვეობით

ტოლმის მომზადებას ცოტა დრო არ უნდა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგიმარტივოთ ამ კერძის მომზადების პროცესი და გასწავლოთ ერთი ხრიკი, რომლის მეშვეობითაც კომბოსტოს მარტივად მოწალავთ.


პირველ რიგში აარჩიეთ დიდფოთლებიანი კომბოსტო. შემდეგ კი მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას:
1)    აიღეთ კომბოსტოს თავი, კარგად გარეცხეთ და მოაცილეთ ზედა 3 ფოთოლი. მოაჭერით მაგარი ნაწილი.

 

2)    გაახვიეთ კომბოსტო საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში.

 

3)    2 კგ-იანი კომბოსტოს თაისთვის დააყენეთ მიკროტალღური ღმელი 900 ვტ სიმძლავრეზე და გააჩერეთ დაახლოებით 12 წუთი.


4)    ამ დროის გასვლის შემდეგ, ხელით მოსინჯეთ, დარბილდა თუ არა კომბოსტოს თავი.


5)    მოათავსეთ კომბოსტო გამდინარე ცივი წყლის ქვეშ რამდენიმე წუთით და ფრთხილად მოაცალეთ ფოთლები.

 

სულ ეს იყო!

დარწმუნებულები ვართ, ეს ხრიკი ბევრად გაგიმარტივებთ ამ კერძის მომზადების პროცესს და ხშირად მოამზადებთ ოჯახისთვის უგემრიელეს ტოლმას!