სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“ - Gemrielia.ge

სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“

რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება?

 


ჯანსაღი საუზმე რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა საუზმის მირთმევას დილაობით ვერც კი ასწრებს. როდესაც სამსახურში გეჩქარება, ბავშვები სკოლაში უნდა წაიყვანო. ჭამის დრო ფაქტობრივად არ გრჩება. ბუტერბროდები, სენდვიჩები ასეთი შემთხვევისთვის იდეალური გამოსავალია! ის ნოყიერი, გემრიელია და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მზადდება.

 

“ნიკორა“ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს და რჩევებს სწრაფი და გემრიელი საუზმისთვის.

 

როგორ ავარჩიოთ ძეხვი ბუტერბროდებისთვის?

იმისათვის, რომ ბუტერბროდი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც გავხადოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი ძეხვი შევუხამოთ რომელი სახეობის პურს.
სალიამის ტიპის, შებოლილი ძეხვის სახეობებსა განსაკუთრებნულად უხდება რუხი და შავი პური. ამ ტიპის ძეხვეულის არომატი შავი პურის არომატს საუკეთესოდ ერწყმის და მის ცხიმიან სტრუქტურას უფრო მსუბუქს ხდის.
მოხარშული ძეხვის სახეობები, რომლებიც უფრო მსუბუქი და ნაზია, ძალიან გემრიელია ბაგეტთან, თეთრ, საბუტერბროდე ფუნთუშებსა და ტოსტის პურთან ერთად. თეთრ პურს ასევე ძალიან უხდება ლორი.

 

გულსართიანი სენდვიჩი

ეს სენდვიჩი იდეალური გამოსავალია იმ შემთხვევაში თუ დილით საუზმის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ. საუკეთესო არჩევანია ექსკურსიებისა და პიკნიკებისთვისაც.

1 ცალი თეთრი, მოგრძო ფორმის პური, 250 გ მდნარი ყველი, 250 გ კარაქი, 300 გ ძეხვი „საექიმო“, 4 ცალი პატარა კიტრის მწნილი, 300 გ ემენტალი ან გაუდა, 4 ცალი მოხარშლი კვერცხი, 2 ცალი წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, მარილი.

მომზადების წესი:

პურს ამოაცალეთ გული ისე, რომ არ გაჭრათ. კარგად აზილეთ კარაქი და მდნარი ყველი. ყველა ინგრედიენტი (პურის გარდა) წვრილად დაჭერით და შეურიეთ კარაქისა და ყველის მასას. მომზადებული მასით ამოავსეთ პური და კარგად ჩატკეპნეთ. პური გაახვიეთ ფოლგაში და მთელი ღამით დადეთ მაცივარში. დილით კი გემრიელად მიირთვით

 

ტოსტი ყველითა და ლორით „ბოლერო“


2 ნაჭერი ტოსტის პური, 2 ნაჭერი ლორი „ბოლერო“, 2 ნაჭერი პამიდორი, 2 ცალი სალათის ფოთოლი, 1-2 თხელი ნაჭერი მოცარელა ან სულგუნი, 1/3 ტკბილი, ყვითელი წიწაკა, 2 ჩ.კ. მაიონეზი

მომზადების წესი:
პურის ნაჭრები ტოსტერში გახუხეთ. ერთ ნაჭერს წაუსვით მაიონეზი, ზედ დაადეთ სალათის ფოთლები. პამიდორი, წიწაკა და ყველი. ბოლოს ლამაზად დაადეთ დაკეცილი ლორი „ბოლერო“, დააფარეთ მეორე ნაჭერი და ორად გაჭერით. მიირთვით ცხელი.
 

 

ბუტერბროდი რუხი პურით - ნოყიერი საუზმე მთელი დღისთვის

2 ნაჭერი პური ბოროდინული ან ბოროდინული დელიკატესური, 1 პატარა კონა სალათის ფოთლების მიქსი, 0,5 ცალი კიტრი, თხლად დაჭრილი, კლასიკური ჩალაღაჯის 3 თხელი ნაჭერი (შესაძლებელია გამოიყენოთ შაშხი -დაპრესილიც), 3 ნაჭერი თხელი, შვეიცარული ყველი, მოტკბო მდოგვი - სერვირებისთვს.
 

მომზადების წესი:

პურის ნაჭრებს წაუსვით მდოგვი. ერთ ნაჭერზე დააწყვეთ სალათის ფოთლები, დაკეცილი შაშხი, ყველი და კიტრი. ზემოდან დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და ჯანსაღი საუზმე მზადაა.