კვერცხის დიეტა - 1 კვირაში მინუს 5 კგ! - Gemrielia.ge

კვერცხის დიეტა - 1 კვირაში მინუს 5 კგ!

კვერცხის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. მის ეფექტურობას მეტაბოლური პროცესები განაპირობებს, რომლებსაც ეს პროდუქტი იწვევს ორგანიზმში. თუმცა, ეს დიეტური გეგმა ხანგრძლივი დროისთვის არ არის რეკომენდებული. 

 

 

დიეტის 7-დღიანი გეგმა:

დღე 1
•    საუზმე: 1 ჭ უცხიმო რძე, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი
•    სადილი: 170 გ მოხარშული ქათამი კანის გარეშე და 1 ჭ იოგურტი
•    ვახშამი: 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი და 140 გრ მოხარშული ქათამი

დღე 2
•    საუზმე: 1 ლიმონის წვენისა და 1 ჭ თბილი წყლის ნარევი, 2 მოხარშული კვერცხი
•    სადილი: 1 გრეიპფრუტი, 140 გრ მოხარშული თევზი
•    ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი

დღე 3
•    საუზმე: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ლიმონის წვენი, 2 მოხარშული კვერცხი
•    სადილი: 1 გრეიპფრუტი, 170 გრ მოხარშული ძროხის ხორცი
•    ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი

დღე 4
•    საუზმე: 3 კვერცხის ტაფამწვარი ხახვითა და მწვანილებით
•    სადილი: 140 გრ მოხარშული ქათმის ხორცი და სალათა
•    ვახშამი: 2 ფორთოხალი და 1 მოხარშული კვერცხი

დღე 5
•    საუზმე: 1 ჭ არაჟანი, 2 მოხარშული კვერცხი, 2 სტაფილო
•    სადილი: 1 ჭ ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი, 2 სტაფილო
•    ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 90 გრ მოხარშული თევზი

დღე 6
•    საუზმე: 1 ჭ ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი, 140 გრ უცხიმო იოგურტი
•    სადილი: 2 გრეიპფრუტი, 2 მოხარშული კვერცხი
•    ვახშამი: ჭიქა წყალი

დღე 7
•    საუზმე: ½ გრეიპფრუტი, 2 კვერცხი
•    სადილი: 1 ფორთოხალი, 170 გრ ძროხის ხორცი
•    ვახშამი: ჭიქა წყალი

სითხის დიდი ოდენობით მოხმარება ამ დიეტას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. დალიეთ მეტი წყალი. 7-დღიანი დიეტის შემდეგ შეგიძლიათ კვების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ. რეკომენდებულია რამდენიმე დღე ცოტაოდენი მოხარშული კვერცხის მიღება.