ციტრუსისგან შექმნილი საოცარი საახალწლო დეკორაციები
უკვე გრძნობთ ახალი წლის მოახლოებას? ესეიგი, დროა დაიწყოთ სადღესასწაულოთ იდეებით შეიარაღდეთ.
ნუ გაიქცევით საახალწლო დეკორაციები საყიდლად მაღაზიებში. უამრავი ლამაზი ნივთის გაკეთება შეგიძლიათ პირდაპირ სამზარეულოში ციტრუსით, თხილებით და მიხაკ-დარიჩინით.
მთელ-მთელი მანდარინებითა და ფორთოხლის ნაჭრებით ულამაზესი და არომატული ნაძვის ხეების გაკეთება შეგიძლიათ. დაგჭირდებათ გამომშრალი ფორთოხლები (მის გაკეთებას ცოტა ქვემოთ გასწავლით), ხის ჩხირები, კონუსური საფუძველი და ფანტაზია.
როგორ გამოვაშროთ ხილი დეკორაციების გასაკეთებლად.
ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის, გრეიპფრუტისა და ვაშლის ნაჭრებს ორი მეთოდით აშრობენ:
დაჭერით ხილი 5-7 მმ სისქის წრეებად, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, დაალაგეთ ცხაურზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ პერგამენტს და გამოაშრეთ 130-140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 4 საათის განმავლობაში.
მეორე მეთოდი მეტ დროს მოითხოვს. მოიმარჯვეთ კარდონი, დაჭერით ხილი იგივე მეთოდით, დაალაგეთ კარდონის დაჩხვლეტილ დაფაზე, დააფარეთ მეორე კარდონი, დადეთ რადიატორზე და გააჩერეთ 4-5 დღის განმავლობაში.
იხილეთ მეტი საახალწლო იდეა ვიდეოში