როგორ მივირთვათ ყავა იტალიურად? - Gemrielia.ge

როგორ მივირთვათ ყავა იტალიურად?

უმეტესობას დილა ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ყავის მოტრფიალენი ამ სასმელის მცოდნედ იტალიებს მიიჩნევენ. და მართლაც ამ ხალხმა კარგად იცის ყავის ფასი და ის, თუ როგორ მიირთვან ეს არომატული სასმელი სწორად. 

მოდი, გავარკვიოთ, როგორ უნდა მოვხარშოთ კარგი ყავა, რომელი სახეობის ყავა შევარჩიოთ დღის სხვადასხვა მონაკვეთში და უნდა დავლიოთ ყავა რძით თუ მის გარეშე?

იცოდით, რომ XIV საუკუნეში იტალიაში, ქვეყანაში, რომელმაც გვაჩუქა ესპრესო, კაპუშინო და ლატე, ეკლესიის ინიციატივით ყავა ლამის იკრძალებოდა და მას „ეშმაკის სასმელს უწოდებდნენ“.

ამბობენ, რომ ხსნა ერთ-ერთ შემთხვევას მოყვა, როცა რომის პაპმა კლემენტ VIII-მ ფინჯანი ყავა დალია და თქვა: „ეს იმდენად საოცარი სასმელია, რომ ცოდვა იქნებოდა, დაელიათ ის მხოლოდ მათ, ვისაც ღმერთის არ სწამს. ჩვენ ვაკურთხებთ მას, რათა განვაგდოთ მისგან სატანა და ყავას ნამდვილ ქრისტიანულ სასმელად ვაქცევთ“. ასე გავრცელდა ყავა მთელს იტალიაში, სადაც მალე გამოიგონეს მისი მომზადების სხვადასხვა მეთოდი და მიუხედავად იმისა, რომ ყავა სულ სხვა ქვეყანაში მოდის, მის სამშობლოდ მაინც იტალია მიგვაჩნია.

 

ყველაზე გავრცელებული ყავა იტალიაში - ესპრესოა, რაც იტალიურად ნიშნავს „მომზადებულია ერთობლივად“. ეს მეთოდი კაფეებსა და რესტორნებში დაინაერგა, როგორც ყავის მომზადების ყველაზე სწრაფი ხერხი. „ესპრესოს“ ყავის მადუღარას პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 1855 წელს შეიქმნა და პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. ყავის მოხარშვის მეორე, ყველაზე გავრცელებული მეთოდი გახლავთ - გეიზერული ყავის მადუღარას „მოკას“ გამოყენებით. ეს უკანასკნელი 1933 წელს გამოიგონეს და მისი დიზაინი და ტექნოლოგია ფატობრივად მას მერე არც შეცვლილა.

იტალიელმა ლუიჯი ლავაცამ კი, 100 წლის წინ ერთმანეთში შეურია რამდენიმე სახეობის ყავა იმისათვის, რომ ესპრესო მოემზადებინა და ეს იდეა ისეთივე რევოლუციური აღამოჩნდა, როგორც ყავის მოსადუღებელი აპარატის გამოგონება. ეს ტრადიცია კომპანია Lavazza-ში დღემდე აქვთ: არაბიკას მარცვლების სხვადასხვა კომბინაციას ხალავენ სპეციალური მეთოდით და ქმნიან გემოსა და არომატის მთელ პალიტრას.
 

როგორ სვამენ ყავას იტალიელები?

იტალიელებისთვის ეს ყოველდღიური რიტუალია. მაგრამ მაინც, როგორ სვამენ იტალიელები ყავას?  ანუ როგორ შევუკვეთოთ ყავა იტალიაში მოგზაურობისას, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებელმა, თუ როგორც მოგზაურმა? წესები ბევრი არ არის და ისინი მარტივია:
 

1.    არ უწოდოთ ყავას „ესპრესო“. მიუხედავად იმისა, რომ ყავის ნამდვილი სახელი „ესპრესოა“, აქ ამას აღიქვამენ, როგორ წმინდა ტექნიკურ ტერმინს, ამიტომაც კაფეში შესულმა უბრალოდ შეუკვეთეთ  „Un caffee“.
 

2.    ნუ გაართულებთ. ადგილობრივები გაოცებულები შემოგხედავენ, თუკი ბარისტას სთხოვთ, მოგიმზადოთ ექსტრავაგანტური სასმელი, როგორც ამას ხშირად სხვა ქვეყნებში ითხოვენ. იტალიელები უპირატესობას ანიჭებენ მარტივ შავ ყავას ან ყავას რძით, მაგალითად, კაპუჩინოს ან ლატეს. თუმცა, თუ მაინც რაიმე განსხვავებული მოგინდათ, შეუკვეთეთ „მაროკინო“ („Marocchino“) - ესპრესო შოკოლადით, აქაფებული რძით, კაკაოს ფხვნილით. ან „ყავა შეიკერატო“ („Caffe shakerato“) - ყინულთან და ლიქიორთან ერთად ათქვეფილი ესპრესო.

 

3.    არანაირი რძე შუადღის შემდეგ. სადილის შემდეგ ნებისმიერი რძიანი ყავის შეკვეთისას ადგილობრივები ყავასა თუ რესტორანში გაოცებულები შემოგხედავენ. კაპუჩინო იდეალურია საუზმეზე, ხოლო შუადღეს მხოლოდ ესპრესოს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.