საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშლით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Gemrielia.ge

საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშლით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები

ალბათ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, ან გითქვამთ ფრაზა: „საღამოს ექვსი საათის შემდეგ არაფერს შევჭამ!“   სამწუხაროდ, მოსაზრება იმაზე, რომ საღამოს 6-ის მერე თუ ივახშმებთ, წონაში მოიმატებთ, არასწორადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში. 

ეს შეხედულება მცდარია!

ვახშამი ისევე აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, როგორც საუზმე. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რისი მირთმევა შეიძლება და რისი - არა. 

 

ამ თემაზე ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორი, ანტონ ლაშქარაშვილი გვესაუბრება:

 

- შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვიჩნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 18:00 სთ-იდან საერთოდ არ მიირთმევთ საკვებს, ორგანიზმი მინიმუმ 15 სთ მშიერი იქნება და სტრესს განიცდის. 
ასე რომ, საღამოს 6 საათის შემდეგ შიმშილობა არ არის გამოსავალი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რისი მირთმევა შეგვიძლია.
ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი, უზრუნველყოფს ადამიანის ზრდას და მეტაბოლიზმის პროცესს ღამის განმავლობაში. სომატოტროპული ჰორმონი უმთავრეს როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის აღდგენის პროცესზე, უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის განახლებასა და გაახალგაზრდავებას. ძილის პერიოდშიც კი ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.

 

დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ, რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას. ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს, უნდა მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი:

 

მოგშივდა? - უნდა ჭამო!


მოგწყურდა? - უნდა დალიო!


გეძინება? - უნდა დაიძინო!


ვერ ისვენებ? - უბრალოდ გაისეირნე, იმოძრავე!

 

- რისი ჭამა შეიძლება საღამოს 6 სთ-ის შემდეგ?

- საღამოს საათებში მიირთვით ცილებით მდიდარი პროდუქტები: ქათმის ფილე, ქათმის მსუბუქი ძეხვი, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი (ხაჭო, მაწონი, კეფირი) სასურველია უცხიმო, ან ცხიმის დაბალი შემცველობით. ცილებით მდიდარ პროდუქტებს შეგიძლიათ დაურთოთ ნებისმიერი სახის ბოსტნეული, ნებისმიერი რაოდენობით.

ეცადეთ კატეგორიულად აკრძალოთ საღამოს საათებში ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება, ვინაიდან და რადგანაც, ნახშირწყლების მიღება საღამოს პერიოდში უზრუნველყოფს მკვეთრად ინსულინის ჰორმონების გამოყოფას, რაც ახდენს სისხლში არსებული შაქრის ნეიტრალიზაციას და ხელს უშლის ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, რაც ჭარბ წონიანობასთან ბრძოლის დროს დიდ ბარიერს ქნის. 

 

აი, რა შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს 6 სთ-ის შემდეგ:

 

გემრიელი დიეტური პროდუქტი:

ბოსტნეულის ხიზილალა (ბადრიჯნის, ყაბაყის);

გოგრა, კომბოსტო, ჭარხალი,

თევზი (ქაშაყის ფილე), ან უცხიმო ორაგული. მთავარი შემცველი გახლავთ D ვიტამინი, ომეგა-3 და იოდი.

 

მსხალი, ვაშლი, კივი, გრეიფრუტი. შეიცავს ნაკლებ შაქარს, მაგრამ დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტს. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე სასარგებლო და ერთადერთი ხილია, რომელიც გახდომაში რეალურად გეხმარებათ.

 

 

მაწონი, უცხიმო ხაჭო;

 

 

 

 

ცილოვანი დიეტისას ხშირად მიირთმევენ სოსისს, რადგან ეს პროდუქტი ხორცისგანაა დამზადებული და მოგეხსენებათ, ხორცში მრავლადაა ცილა. თუკი სასურველ ფორმაში ყოფნა გსურთ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, სოსისი "რძიანი" მიირთვათ.

 

 

ასევე, ქათმის ძეხვი„აქტიური ცხოვრება, ბალანსირებული მოწესრიგებული კვება და ძილი“ - სწორედ ეს 3 პირობა უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმთელები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. კიდევ ერთი, დაძინებამდე 2-3 სთ-ით ადრე აღარაფერი ჭამოთ!