როგორ შევარჩიოთ საახალწლო სუფრისთვის ხიზილალა- რა უნდა ვიცოდეთ დელიკატესის არჩევისას - Gemrielia.ge

როგორ შევარჩიოთ საახალწლო სუფრისთვის ხიზილალა- რა უნდა ვიცოდეთ დელიკატესის არჩევისას

ხიზილალა - დელიკატესი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას ხშირად ამშვენებს. ის ორაგულისებრთა ოჯახის თევზისგან მიიღება და უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ხიზილალის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც გემოვნური თვისებებით ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა მათი შემადგენლობა თითქმის იდენტურია.

 

პროდუქტის მაღალი ღირებულებისა და პოპულარობიდან გამომდინარე, ხშირად გვხვდება ფალსიფიცირებული ხიზილალა, რომელიც სარგებლიანობისა და გემოვნური თვისებებით ნამდვილ ხიზილალას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით გთავაზობთ რჩევებს „ნიკორას“ შვილობილი ბრენდის „ოკეანეს“ ტექნოლოგისგან გიორგი ჩაბიჩაძესგან, რომელიც კარგი ხიზილალის არჩევაში დაგეხმარებათ.

 

როგორი უნდა იყოს კარგი ხიზილალა?

ნატურალური კარგი ხიზილალის მარცვლები მსუბუქად უნდა ეწებებოდეს ერთმანეთს, არ უნდა ჰქონდეს ლორწო, სიმწარის გემო და მძაფრი სუნი.
მომწიფებული ხიზილალის გარსი თხელია და ხელის დაჭერით სკდება, გადამწიფებულის გარსი კი ოდნავ უფრო მკვრივია.
ნატურალური ხიზილალა -4°ც შენახვისას არ იყინება, ხელოვნური კი იყინება და გალღობისას ერთ მთლიან მასად იქცევა.
ნატურალური ხიზილალა პირის ღრუში ენის დაჭერით სკდება და დნება, ხელოვნური კი იღეჭება.
ნატურალური ხიზილალის მარცვალს გარსი აქვს, რომლის გახეთქვისას შიგთავსი გამოიყოფა. ხელოვნური ხიზილალის მარცვალი კი ერთგვაროვანი ჟელეს მაგვარი ფრაქციაა და გარსი არ გააჩნია. ცხელ წყალში მარცვლების ჩაყრისას ხელოვნური ხიზილალა, ნატურალურისგან განსხვავებით, დაიშლება და ერთიანი მასა გახდება,


მოგვიყევით საქართველოში ხიზილალის წარმოების პროცესზე

„ნიკორას“ შვილობილი ბრენდის „ოკეანეს“ ხიზილალა ოზურგეთში, კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოგვყავს. ორაგულისებრთა ხიზილალაში ყველაზე პატარა კალმახის ხიზილალაა, დიამეტრში 2-3 მმ და მისის ფერი ღია ყვითლიდან მკვეთრ სტაფილოსფერში გადადის.  ჩვენს მიერ დამზადებული ქართული ხიზილალა უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კარგი ხიზილალისთვის მახასიათებელ თვისებებს შეიცავს.

როგორ მზადდება და როგორია  „ოკეანეს“ ხიზილალას შენახვის პირობები?


წარმოებისას მაქსიმალურად ვიცავთ ყველა საჭირო სტანდარტს. „ოკეანეს“ თანამედროვე საკალმახე მეურნეობა ახალი ტექნოლოგიებით და დანადგარებითაა აღჭურვილი და თევზის გამოკვება მხოლოდ იტალიური საკვებით ხდება, რაც პროდუქტის ხარისხზეც  მოქმედებს.  ჩვენს ხიზილალაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ის სეზონურად იწარმოება, შესაბამისად, ხელმისაწვდომი ქსელში მხოლოდ გარკვეულ პერიოდშია.

 

პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. დაცულია მისი შენახვის პირობებიც. ასაწონი ხიზილალის შენახვა, 7 დღის განმავლობაში, 0...+4 გრადუს ტემპეტატურაზეა შესაძლებელი. რაც შეეხება, ჰერმეტულად დაფასოებულ ხიზილალას, ის -6... -4 გრადუსი ტემპერატურის პირობებში უნდა ინახებოდეს. მისი შენახვის ვადა კი, დამზადებიდან 12 თვეს მოიცავს. 

 

აღსანიშნავია რომ, „ნიკორა“ და შესაბამისად მისი შვილობილი ბრენდი „ოკეანე“ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO სერტიფიკატს და კომპანიაში დანერგილია НАССР სისტემა. აღნიშნული სტანდარტი პირველ რიგში, უვნებელი და უსაფრთხო პროდუქციის გამოშვებას, შესაბამის ტექნიკურ ბაზას, უახლესი დანადგარების არსებობას, კომპანიის მართვის დანერგილ სისტემას და წარმოებული პროდუქციის  ნედლეულიდან დახლამდე გაკონტროლებას გულისხმობს. 

 

ჩვენ აქვე გთავაზობთ ხიზილალის კანაპეებს, რომლის გაკეთებაც სახლში მარტივად შეგიძლიათ, უგემრიელესია და თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.