ფრანგული ბრენდის, Gault&Millau-ს ოფიციალური პრეზენტაცია, ქართველი შეფ-მზარეულების დაჯილდოება და გალა-ვახშამი
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 18:30, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე სასტუმრო "ჰოტელს ენდ
პრეფერენსის ჰუალინგ თბილისში" გაიმართება ფრანგული ბრენდის Gault&Millau ოფიციალური
პრეზენტაცია, ქართველი შეფ მზარეულების დაჯილდოება და გალა ვახშამი. ვახშამს ბრენდის მიერ
შერჩეული საუკეთესო ქართველი შეფ-მზარეულები მოამზადებენ.
Gault&Millau ფრანგული საერთაშორისო პროფესიონალური სარესტორნო კრიტიკის ბრენდია და
დღევანდელი მდგომარეობით 25 წამყვან კულინარიულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ რიცხვს
საქართველოც დაემატება, რაც რეგიონულ დონეზე პიონერული ინიციატივაა.
ბრენდის ძირითად საქმიანობას რესტორნების შეფასება წარმოადგენს მათი მისტიური დეგუსტაციის
გზით. დეგუსტაციის პროცესში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელთა ვინაობა
კონფიდენციალურია. ბრენდი ასევე ახდენს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების შეფასებას. ბრენდის
პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი სომელიეები არიან. შედეგად ყოველწლიურად გამოიცემა ყვითელი
კულინარიული გზამკვლევი, რომელშიც შესულია საუკეთესო რესტორნები, ღვინოები, ალკოჰოლური
სასმელები, რეგიონალური პროდუქტები და ინფორმაცია ქვეყნის კულინარიული პოტენციალის და
თავისებურებების შესახებ.
ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაში Gault&Millau-ს შემოსვლა გულისხმობს:
• ქვეყნის კულინარიული პოტენციალის საუკეთესო ფორმით წარმოჩენას;
• საქართველოს კულინარიის პოპულარიზებას, რადგან სარესტორნო და ღვინის შეფასების
შედეგების ფართო მასებისთვის გაცნობა ხდება ბეჭდური ყვითელი წიგნით, ვებ-გვერდით და
მობილური აპლიკაციის საშუალებით. ვებ გვერდის და მობილური აპლიკაციის აუდიტორია 500
მილიონ ადამიანამდეა და მათზე საქართველოს განთავსება ცნობადობის გაზრდისთვის
საუკეთესო საშუალებაა;
• საუკეთესო შეფ მზარეულების აღმოჩენას და ახალგაზრდა ტალანტებისთვის ხელშეწყობას;
• კულინარიასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზებას.
გალა ღონისძიებას დაესწრებიან: Gault&Millau ბრენდის პრეზიდენტი, საფრანგეთის და შვეიცარიის
ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, საფრანგეთის სავაჭრო პალატის
პრეზიდენტი და წევრები, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის
თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები და
ცნობადი სახეები და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს წამყვანი შეფ-მზარეულები.