რომელი სანელებლების გამოყენება ჯობს ქათმის ხორცის მომზადებისას (+ 5 რეცეპტი) - Gemrielia.ge

რომელი სანელებლების გამოყენება ჯობს ქათმის ხორცის მომზადებისას (+ 5 რეცეპტი)

სანელებლები ბევრი არასოდეს არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქათმის ხორცის მომზადებას ეხება. 
ჩვენ გაჩვენებთ, რას უხდება საყვარელი ხორცეული ყველაზე მეტად.

 

 

 


1.    ქარის ფხვნილი 
ქათმის ხორცი ქარით - ინდური სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი კერძია. ეს სანელებელი ძალიან უხდება ხორცეულისა და ბოსტნეულისგან მომზადებულ ძირითად კერძებს.
ქათამი ქარის ფხვნილით
 

ინგრედიენტები:
ქათმის მკერდი 2 ცალი
1 პატარა თავი ხახვი
ზეთი 2 ს/კ
ტომატპასტა 1 ს/კ
ქარის ფხვნილი 4 ს/კ
ნიორი 1 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
 

მომზადება:
წმინდად დაჭერით ხახვი და ნიორი, მოხრაკეთ ორივე ერთად ზეთში, დაუმატეთ ქარის ფხვნილი და ტპმატპასტრა და კანაგრძეთ თუშვა საშუალო ცეცხლზე. კუბიკებად დაჭერით ქათმის მკერდი და დაუმატეთ ხახვსა და ნიორს. კარგად აურიეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი და თუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
მარილი და პილპილი კერძს სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ. შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი ქინძით და მიირთვათ ბრინჯთან ერთად.

 

 

2.    ნიორი
პიკანტური და ცხარე ნიორი ძალიან უხდება ბევრ კერძს, ხოლო ქათამს - განსაკუთრებით.
გთავაზობთ ძალიან მარტივი ქათმის კერძის რეცეპტს, რომელსაც დამწყები დიასახლისიც კი ადვილად დაძლევს.

ღუმელში მომზადებული ქათამი ნივრით

ინგრედიენტები:
საშუალო ზომის ქათამი 1 ცალი
ნიორი 8 კბილი
ზეითნის ზეთი 2 ს/კ
1 ცალი ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი, ხმელი სუნელები და სანელებლები - გემოვნებით
 

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი. ქათამი გარეცხეთ და შემაშრალეთ, შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები გემოვნებით. ქათმის მუცელში მოათავსეთ 3-4 კბილი მთელი ნიორი და დაფნის ფოთოლი სურვილისამებრ.
ცალკე ჯამში გამოწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ხმელი სუნელები და პრესში გატარებული ნიორის წვენი. აურიეთ და წაუსვით მიღებული ნაზავი ქათამს სილიკონის ფუნჯით. მოათავსეთ  ქათამი უწვავზედაპირის მქონე, ზეთწასმულ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი.

 

 

3.    კორიანდრი (ხმელი ქინძი)
კორიანდრი  - უნივერსალური სუნელია. მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო ხშირად წვნიანებში, სალათებსა და ღვეზელებს უმატებენ, ის ძალიან უხდება ქათმისგან მომზადებულ კერძებსაც. იმისათვის, რომ კერძი უფრო გემრიელი გამოვიდეს, გამოიყენეთ დაფქული კორიანდრი.

 

შემწვარი ქათამი კორიანდრით
 

ინგრედიენტები:
ქათმის მკერდი 2 ცალი
ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
დაფქული კორიანდრი 1 ჩ/კ
ქონდარი მწიკვი
წიწაკა ჩილი (დაფქული) მწიკვი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
ქათმის მკერდი გარეცხეთ და წაუსვით კორიანდრის, მარილის, პილპილის, ჩილისა და ქონდრის ნაზავი. ზეითუნის ზეთი გაახურეთ ტაფაზე. დადეთ ქათამი ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან 10 წუთის განმავლოვაში. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ქორფა მწვანილი.

 


 

4.    თაფლი და დიჟონის მდოგვი
თაფლი და დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი ქათმის კლასიკური სანელებლების სათავეშია. ამ ორი ინგრედიენტის ნაზავი ახალი, მდიდარი გემოს აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

ქათამი თაფლისა და მდოგვის სოუსში

ინგრედიენტები:
ქათამი 1 ცალი
დიჟონის მდოგვი 5 ს/კ
თაფლი 3 ს/კ 
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
გარეცხეთ ქათამი და წაუსვით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი ყველა მხრიდან. თაფლში აურიეთ მდოგვი და დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაუსვით ქათამს შიგნიდან, შმედგ გააჩერეთ 40 წუთი.
ამასობაში გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ქათამი ფოლგადაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. აკონტროლეთ, რომ არ დაეწვას ზედაპირი, ან არ მოშრეს ხორცი. ამისათის დროდადრო დაასხით ქათამს შეწვისას გამოყოფილი წვენი.

 

 

ქათმის ბარკლები სოიოს სოუსში

ინგრეიდიენტები:
ქათმის ბარკლები 500 გ
სუნელების ნაზავი - 1 ან 1,5 ჩ/კ
ქარის ფხვნილი მწიკვი
სოიოს სოუსი 4 ს/კ
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ქარის, სუნელების ნაზავის, ზიეუთუნის ზეთისა და მარილის ნაზავში ამოავლეთ ქათმის ფეხები და გააჩერეთ 10 წუთი. გაახურეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ბრაკლები საშუალო ცეცხლზე კანის დაბრაწვამდე. შემდეგ მოასხით სოიოს სოუსი და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 15 წუთის განმავლობაში.