ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხარებლის თვალწინ ამზადებს? - Gemrielia.ge

ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხარებლის თვალწინ ამზადებს?

გურმანები ხშირად ეძებენ ახალ-ახალ ლოკაციებს განსხვავებული კერძების დასაგემოვნებლად. უმეტესწილად ვიხიბლებით კონკრეტული კერძით და შემდეგ ის კონკრეტული ადგილი ჩვენი საყვარელი საკვები ობიექტი ხდება. თუმცა, თითქმის არასდროს ვიცით ვინ დგას იმ საოცარი კერძების უკან, რომელთა გამოც ამა თუ იმ კაფის ერთგული სტუმრები ვხდებით. ძირითადად, შეფმზარეულები ღიად არ ჩნდებიან მომხმარებლის წინაშე და "კულისებში" ყოფნას ამჯობინებენ, თუმცა ყოველთვის საინტერესოა იცნობდე იმ ადამიანს, რომელიც ამზადებს კერძებს, რომლებიც ასე გვიყვარს. 

 


ამ კუთხით ერთ-ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა წიგნის კაფე "პიატო", რომლის შეფმზარეული, მიშა ისმენს მათ მოსაზრებებს და არა ერთ საინტერესო სიურპრიზს სთავაზობს მათ. 



მიშა იმყოფებოდა კაფე "პიატოს" თელავის ფილიალში, სადაც ადგილობრივ მზარეულებს განახლებული მენიუს დასანერგად აქტიურ ტრენინგებს უტარებდა. ამ ყველაფრის პარალელურად კი მან თელავის "პიატოს" ერთგულ სტუმრებს ნამდვილი კულინარიული პერფორმანსი წარმოუდგინა. მან კლასიკური პიცა მარგარიტა სტუმრების თვალწინ უჩვეული მეთოდით - ცეცხლით დაამზადა, მასთან ერთად კი განსაკუთრებული, ჯაანსაღი სალათიც შესთავაზე სტუმრებს, რომელიც პიატოს სტანდარტულ მენიუში არ არის. "ყოველივე ეს იყო ექსპრომტად თელავისთვის გაკეთებული, ჯანსაღი და განსხვავებული სალათი, ნამდვილ იტალიურ პიცასთან ერთად. ჩვენი სტუმრები ძალიან კმაყოფილები ჩანდნენ და შესაბამისად, მეც კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი, როგორც შეფმზარეულის მიზანი სწორედ ესაა: თითოეული სტუმარი ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებდეს პიატოს" - აცხადებს მიშა ბერძენიშვილი. მიშა უკვე 7 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და როგორც თავად აღნიშნავს, ყოველდღიურად რწმუნდება, რომ კულინარია ამოუწურავი სფეროა.

 

 

თელავის შემდეგ, განსაკუთრებულ საღამოს კაფე "პიატო" უკვე თბილისშიც შემოგთავაზებთ. 26 დეკემბერს 20:00 საათზე კანდელაკის 7 ნომერში მდებარე კაფეში შეფმზარეული მორიგ პერფორმანსს ჰპირდება სტუმრებს. ამჯერად ის განსაკუთრებულ ზამთრის სალათს დაამზადებს ცეცხლოვანი სოუსით. საღამოს მუსიკალურად როიალი და საქსაფონი გააფორმებს და სპეციალურად ამ პერიოდში ყველა ალკოჰოლურ სასმელზე იმოქმედებს -30%-იანი ფასდაკლება. 



თუ გიყვართ იტალიური კერძები და მყუდრო კაფეები გიზიდავთ, ნამდვილად უნდა ეწვიოთ "ბიბლუსი გალერეებში" მდებარე კაფე "პიატოს", გაიცნოთ მისი შეფმზარეული და არ გამოტოვოთ სასიამოვნო საღამოები კულინარიული პერფორმანსების თანხლებით.