3 ყველაზე ორიგინალური, საახალწლო რეცეპტი, რომლის მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება - Gemrielia.ge

3 ყველაზე ორიგინალური, საახალწლო რეცეპტი, რომლის მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება

სულ ცოტაც და, ყვითელი ძაღლის წელიწადი შემობრძანდება. სადღესასწაულო განწყობა უკვე დაეტყო ქუჩებს და მაღაზიების ვიტრინებს. წინასაახალწლო ფუსფუსი თითქმის ყველა ოჯახში დაიწყო. 
ალბათ ყველა დიასახლისის სურვილია, რომ საახალწლო სუფრაზე, კერძები არა მარტო გემრიელი გამოვიდეს, არამედ მიმზიდველადაც გამოიყურებოდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ განწყობას ათმაგად ამაღლებს საახალწლო ხასიათის, ორიგინალური და ლამაზი სასუსნავები, რომელიც ამავდროულად სუფრის დეკორაციის როლსაც ასრულებს.

სწორედ ასეთი სამი საახალწლო რეცეპტის შემოთავაზება გვსურს თქვენთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო კერძების სამზადისი ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, კომპანია „ნიკორა“ იდეალურ გამოსავალს გთავაზობთ, რომელიც რომელიც თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების აღფრთოვანებას აუცილებლად გამოიწვევს. 


1. საახალწლო ორცხობილები

 

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ფენოვანი ცომი (შეგიძლიათ „მზარეულის“ ბრენდის ცომი მზა მდგომარეობაში შეიძინოთ, „ნიკორას“ და სხვა სუპერმარკეტში); 

და ორცხობილების საჭრელი ფორმები (ვარსკვლავი, ნაძვის ხე, გული, კაცუნა და ა.შ.). მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის, ან ფერადი მინანქარი, რომელიც მარტივად მზადდება:

თეთრი მინანქარი

ინგრედიენტები:

შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ
კარაქი - 1,5 ჩ/კ

მომზადება: 
პატარა სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქრის პუდრა, ვანილის შაქარი, დაუმატეთ კარაქი. დადგით დაბალ ცეცხზლე და ურიეთ, სანამ მასა არ გათხელდება.
როდესაც შეგრილდება, მოასხით ორცხობილებს. 

შოკოლადის მინანქარი:

ინგრედიენტები:
კაკაო - 3 ს.კ
შაქრის პუდრი - 1/2 ჭიქა
რძე - 1/2 ჭიქა
კარაქი - 1.5 ს.კ

მომზადება:

შევურიოთ კაკაო და შაქრის პუდრი, შემდეგ გავხსნათ ცხელ რძეში. ჩავამატოთ კარაქი და ვანილი. კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან, პრიალა მასას არ მივიღებთ. მინანქარი სწრაფად ცივდება, ამიტომ ბოლო ეტაპზე უნდა მოვამზადოთ და მაშინვე დავასხათ ორცხობილებს.
ორცხობილის მომზადება:

გაშალეთ ფენოვანი ცომი მაგიდაზე, ამოჭერით სასურველი ფორმები, გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე და გამოაცხვეთ გაზქურაში. როდესაც ოდნავ გაგრილდება, მოასხით მინანქარი, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ფერადი საკონდიტრო „მძივები“, ან სხვა ნებისმიერი მოსართავი. 

2. ნაძვის ხე



აქაც მზა ფენოვანი ცომი დაგჭირდებათ. 

ინგრედიენტები:

2 ცალი მზა ფენოვანი ცომი;
3-4 ს/კ ჯემი, ან „ნუტელა“;
1 კვერცხის გული წასასმელად;

 

მომზადება:

გაშალეთ პირველი ფენა ცომი, მიეცით სამკუთხედი ფორმა, გამოჭერით ნაძვის ხე კონტურის მიხედვით. წაუსვით ჯემი და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. 

მოაჭერით ზედმეტი ნაწილები. მიიღებთ ნაძვის ხეს. ნაპირები ჰორიზონტალურად, პარალელურად დაჭერით (ორივე მხრიდან). დაგრიხეთ. წაუსვით ზემოდან კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 25 წთ. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

3. ღვეზელი სოსისებით

 

ამ კერძით აუცილებლად მოიგებთ ყვითელი ძაღლის გულს! დაგჭირდებათ მზა ფენოვანი ცომი და „ნიკორას“ სოსისი ("მიუნხენური", ან "საქონლის ივერია").

გაშალეთ ცომი, დაჭერით ზონრებად (როგორც ფოტოზეა მოცემული), მოათავსეთ სოსისები და კალათასავით „დაწენით“. მიირთვით პომიდვრის საწებელთან ერთად.


ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!