რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი პროდუქტი - რჩევები გერმანული ბრენდის წარმომადგენლისგან
საქართველოში იმპორტირებული თუ წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი რომ სათანადო დონეზე არ ხდება, ცალსახაა. შესაბამისად, საკმაოდ რთულდება ხარისხიანი პროდუქციის შეძენა. სიტუაცია ანალოგიურია თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, კვების, თავის მოვლის საშუალებების, საყოფაცხოვრებო ქიმიის და სათამაშოების სფეროშიც კი. ხარისხის ერთ-ერთი გარანტად ევროპული, განსაკუთრებით, გერმანული წარმოება ითვლება.
რა განაპირობებს გერმანული პროდუქციის ხარისხს, როგორი სტანდარტები მოქმედებს და როგორ უნდა შეარჩიონ მომხმარებლებმა ხარისხიანი პროდუქცია - ამ კითხვებით მივმართეთ კომპანია BMS-ის ბრენდმენეჯერს, სოფო ჩადუნელს. კომპანია საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებების გერმანული ბრენდის, "ფროშის" ოფიციალური
- რატომ ასოცირდება გერმანული პროდუქტი ხარისხიანთან?
- ნიშანი "Made in Germany", ანუ "დამზადებულია გერმანიაში" ყველასთვის ხარისხის გარანტია. უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულება თავად გერმანელების ბუნებიდან მოდის. მათი სიყვარული წესრიგის, საქმის ხარისხიანად გაკეთების, დეტალებზე ყურადღების გამახვილების მიმართ თავისთავად ქმნის სრულყოფილ პროდუქტს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანელების ხასიათი არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია ხარისხის ის სტანდარტებიც, რაც ამ ქვეყანაში დიდი ხანია, დანერგილია და ყოველწლიურად ვითარდება.
- როგორ რეგულირდება პროდუქტის წარმოების ხარისხი გერმანიაში? რა სტანდარტები მოქმედებს და რა ვალდებულებები აქვთ კომპანიებს?
- გერმანიაში პროდუქტის წარმოების ხარისხს სახელმწიფო მკაცრი კანონმდებლობით არეგულირებს. გარდა ამისა, არსებობს ხარისხისა და სტანდარტიზაციის ორგანიზაცია DIN - Deutsches Institut für Normung, რომელიც ხარისხის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და გერმანული პროდუქციის წარმოებას მეთვალყურეობს. გერმანული პროდუქციის წარმოების პროცესი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტის ნორმებსაც ითვალისწინებს. ეს აუცილებელი პირობაა, განსაკუთრებით, სარეცხი და საწმენდი საშუალებების წარმოებისას. 2012 წლიდან ევროპის ქვეყნებმა მიიღეს რეგულაცია სარეცხი საშუალებების შესახებ, რომლის მიხედვითაც კონტროლდება სარეცხი და საწმენდი საშუალებების შემადგენლობა. აიკრძალა სარეცხ საშუალებებში ფოსფატების და ფოსფონატების გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებიც, რომლებიც სარეცხი საშუალების შემადგენლობაში 5%-ზე ნაკლები უნდა იყოს.
- თავად "ფროშის", როგორც ერთ-ერთი გერმანული ბრენდის პროდუქციის წარმოების პროცესი როგორია?
- "ფროში" ხარისხისა და ეკოლოგიურობის დამადასტურებელ არაერთ სერტიფიკატს ფლობს. ყველაფერი ეს კი ასახული აქვს თავის 9 ეკო ნიშანში, რომლებიც "ფროშის" პროდუქციის შეფუთვაზე უკანა მხრიდანაა დატანილი.
სერტიფიკატებს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანია EU Ecolabel, EMAS, Cradle to Cradle GOLD, A.I.S.E., ასევე, LEED Platinium, რომელიც საწარმოს შენობამ თავისი ეკოლოგიურობისთვის მიიღო. აღნიშნული ნიშნები ადასტურებს, რომ "ფროში" არის ეკოლოგიურად სუფთა, ზრუნავს როგორც ადამიანზე, ასევე, ბუნებაზე, არ აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ოკეანეებს, ჰაერს და თავისი წვლილი შეაქვს გარემოს გადარჩენის პროცესში. გარდა ამისა, კომპანია არის NABU-სა და WWF-ის წევრი და Recyclate Initiative-ის წამომწყები, რომელიც გულისხმობს ბუნებაზე ზრუნვას, პროდუქტის შეფუთვიდან დაწყებული, მისი შემადგენლობით დასრულებული. გერმანიაში ყოველწლიურად ტარდება მომხმარებლის გამოკითხვა Readers Digest-ის მიერ, რომელიც სხვადასხვა სფეროში მომხმარებლის ყველაზე სანდო ბრენდებს გამოავლენს. "ფროში" 20 წელია, ამ გამოკითხვის ლიდერია საწმენდი და სარეცხი საშუალებების მიმართულებით და გერმანიაში ყველაზე სანდო ბრენდის სახელით სარგებლობს.
წარმოების პროცესში მუდმივად ხდება სიახლეების ძიება, ექსპერიმენტები, პროდუქციის დახვეწა. "ფროშმა" მიაღწია იმას, რომ პროდუქციაში შემავალ ყველა ინგრედიენტს ევროპის ქვეყნებიდან იღებს. არ ჩეხავს ხეებს და არ ანადგურებს ბუნებას იმისთვის, რომ თავისი შეფუთვა ან სარეცხი საშუალება აწარმოოს.
გერმანელი მომხმარებელი დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურობას. ეს ტენდენცია ჩვენთანაც მკვიდრდება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ პროდუქციის მოქმედების ეფექტურობას მიაქციონ ყურადღება, არამედ მის გვერდით ეფექტებზეც დაფიქრდნენ. ეს შეიძლება იყოს გარემოზე მავნე ზემოქმედება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
- რას ურჩევდით მომხმარებელს, როგორ უნდა გაარჩიონ ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან?
- მომხმარებელს ვურჩევდი, ზოგადად, პროდუქტის შეძენის პროცესს მეტი ყურადღებით მოეკიდოს. კარგად დააკვირდეს შეფუთვას, წაიკითხოს, რას შეიცავს პროდუქტი, რა უპირატესობა აქვს, რა საფრთხეს შეიძლება ელოდოს მისგან და ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სარეცხი საშუალება, საკვები თუ სხვა, აქცენტი გააკეთოს ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულ პროდუქციაზე.