ოთხი  კერძი, „სლობოდას“ 4 სახეობის მაიონეზი და ტრადიციული საახალწლო სუფრა სხვა ელფერით

ყველასათვის საყვარელი დღესასწაული მალე დადგება. ყოველ წელს, ძალიან გვინდება ოჯახის წევრების გაოცება ლამაზი და სასარგებლო კერძებით, ორიგინალურობითა და უცხო გემოებით.  საახალწლო სუფრისთვის კლასიკური სალათების სრულიად ახლებურ ვარიანტებს გთავაზობთ.

 


რეცეპტი #1. სტაფილოს სალათა ვაშლითა და მზესუმზირით

 


ინგრედიენტები:
სტაფილო - 3/4 ცალი
ვაშლი - 1 ცალი
ზესუმზირა - 50 გრამი
მაიონეზი „სლობოდა პროვანსალი“ - 120 მლ
ლიმონი - 1 ცალი
მიკრო მწვანილი გასაფორმებლად
შავი პილპილი -½ ჩაის კოვზი
დარეღილი წიწაკა -½ ჩაის კოვზი
ყვითელი ყვავილი-½ ჩაის კოვზი
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი : თავდაპირველად დაჭერით ყველა ინგრედიენტი. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაჭრილ ვაშლს მოასხით ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს და შეინარჩუნოს თეთრი ფერი. გადააზავეთ ყველა ინგრედიენტი მაიონეზ „სლობოდასთან“. თეფშზე გადატანილს დაუმატეთ სუნელები და მზესუმზირა. გააფორმეთ მწვანილით.


რეცეპტი # 2.  პელმენის წვნიანი ნაბახუსევზე

 


ინგრედიენტები:
პელმენი - 250 გრ.
ნაღები - 200 მლ.
ნიორი - 2/ 3 კბილი
მდნარი ყველი - 100 გრ.
პური სერვირებისათვის
მაიონეზი არაჯნით - 2/3 სუფრის კოვზი
დაღეღილი წიწაკა - ½ ჩაის კოვზი
მარილი - ½ ჩაის კოვზი
შავი პილპილი - ½ ჩაის კოვზი

მომზადების წესი: მოხარშეთ პელმენი, ამოიღეთ  ქვაბიდან და ბულიონში ჩაასხით ნაღები. ჩააგდეთ მდნარი ყველი, შეაზავეთ სუნელებით და ისევ დააბრუნეთ მოხარშული პელმენი ქვაბში.
წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ამოჭერით პურის შუაგული, ისე რომ ძირი არ დააზიანოთ და მოათავსეთ პელმენი თავის წვენით ამოჭრილ პურში. მეტი სიცხარისთვის შეგიძლიათ დაამატოთ შავი პილპილი.

 

რეცეპტი # 3.  ბადრიჯნის სალათა (სამარხვო)



ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 2 ცალი 
მაიონეზი „სლობოდა სამარხვო“ - 150 მლ.
ზეთი - 50 მლ.
ნიორი - 2/3 კბილი
ქინძი - ½ კონა
მიკრო მწვანილი გასაფორმებლად
ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი 
მარილი - 1 ჩაის კოვზი 
ხმელი ქინძი - 1 ჩაის კოვზი 
შავი პილპილი -½ ჩაის კოვზი 
წითელი დაღეღილი წიწაკა - ½ ჩაის კოვზი

მომზადების წესი: შუაზე გაჭრილი ბადრიჯანი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ ნიორიც, შედგით ღუმელში 35 წუთის განმავლობაში 150 გრადუსზე. როდესაც ბადრიჯანი გამოცხვება, კარგად დაძენძეთ, მოათავსეთ ჯამში სუნელებთან და წვრილად დაჭრილ ქინძთან ერთად, მოასხით მაიონეზი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ თეფშზე. შეგიძლიათ გააფორმოთ მიკრო მწვანილებით და ყვითელი ყვავილით. 

 

რეცეპტი #4.   ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზის სოუსში


ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო - 600 გრ.
ზეთი - 50 მლ.
მაიონეზი „სლობოდა ოლივკოვი“ - 120 მლ.
ნიორი -2/3 კბილი
ხმელი ქინძი - ½ ჩაის კოვზი
ყვითელი ყავვილი - ½ ჩაის კოვზი
წიტელი წიწაკა - ½ ჩაის კოვზი
მარილი - ½ ჩაის კოვზი
კამა  - ¼ კონა


მომზადების წესი: მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო და  მსხვილად დაჭერით, ცალკე ჯამში მოათავსეთ მაიონეზი „სლობოდა ოლივკოვი“, მოაყარეთ სუნელები და მარილი. კარგად გადააზავეთ, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ზეთი. ამავე სოუსში ჩაალაგეთ ყვავილოვანი კომბოსტო. სერვირებისას შეგიძლიათ გამოიყენიოთ ყვითელი ყვავილი, კამა და ცოტაოდენი მიკრო მწვანილიც . 
გემრიელად მიირთვით 


 

მასალის გამოყენების პირობები
29 დეკემბერი, 2017 04:09 p.m.
ნანახია: 6248