„ეს არის ჩემი წამალი ნაბახუსევის დროს“ - როგორ მოვამზადოთ იდეალური ქათმის ბულიონი - Gemrielia.ge

„ეს არის ჩემი წამალი ნაბახუსევის დროს“ - როგორ მოვამზადოთ იდეალური ქათმის ბულიონი

ქათმის ბულიონი ნაბახუსევზე გამოსვლის ნომერ პირველ საშუალებად ითვლება. გთავაზობთ ქათმის ბულიონის იდეალურ რეცეტს და ხრიკებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რათა სწორად მოამზადოთ ეს მართლაც სამკურნალო წვნიანი.


1.    მოხარშეთ ბულიონი მთლიანი ქათმისგან
საუკეთესოა თუკი ბულიონს სოფლის მთლიანი ქათმისგან მოხარშავთ. ამ შემთხვევში ის ნოყიერი გამოვა და სასარგებლო ვიტამინებით სავსე იქნება. გარდა ამისა, სოფლის ქათამი ბევრად გემრიელია.


2.    სწორად დაამუშავეთ ქათამი მოხარშვამდე
არ დაგავიწყდეთ სწორად დაამუშავოთ ქათამი მოხარშვამდე. აუცილებლად მოაჭერით ზედმეტი ნაწილები (ფრთხები და სხვა). გამოშიგნეთ, ამოაცალეთ თირკმლები და ფილტვები - ეს ნაწილები არანაირად არ ჭირდება ბულიონს და ამასთან წვენს გაამუქებს და მადისაღმძვრელად გამჭვირვალე აღარ იქნება. მოაცალეთ ზედმეტი ცხიმიც, რომელიც ასევე არ გჭირდებათ. 
შემდეგ გარეცხეთ ქათამი ცივ წყალში და მოათავსეთ ქვაბში.

 


3.    შეარჩიეთ გემრიელი ბოსტნეული
ტრადიციულად ბულიონი მზადდება სტაფილოთი, ხახვით და სურვილისამებრ უმატებენ მაკარონს. თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით პატარა კონა ნიახური და ქამა სოკოც. როცა წვნიანი მზად იქნენა, ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული ქვაბიდან.
სხვათა შორის, თუკი გსურთ წვნიანს ლამაზი მოწითალო შეფერილობა ქონდეს, შეგიძლიათ ბოსტნეული წინასწარ ტაფაზე ოდნავ მოხრაკოთ.


4.    არ დაგავიწყდეთ სანელებლები
ქათმის ბულიონს აუცილებლად სჭირდება სანალებლების მთელი თაიგული. აქცენტი გააკეთეთ მარილზე, შავ პილპილსა და დაფნის ფოთოლზე. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კამა და ოხრახუში.


5.    ყურადღება მიაქციეთ ქაფს
დროულად მოხადეთ ბულიონს ხარშვისას ქაფი. ეს სულაც არ არის რთული, კერძი ხომ თავახდილ ქვაბში იხარშება. 
სხვათა შორის, ბოლო დროს კამათობენ იმის თაობაზე, უნდა მოხადოთ თუ არა ქაფი ხორცს ხარშვისას. ზოგიერთი კულინარი თვლის, რომ ეს აუცილებელი სულაც არ არის, ის ხომ ბოლობოლო დაილექდება და გაწურვისას მოშორდება. მაგრამ ჩვენ მაინც გირჩევთ, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და ქაფი დროულად მოხადოთ ბულიონს.


6.    არ ადუღოთ ბულიონი ძლიერ ცეცხლზე
ქათმის იდეალურ ბულიონს დაბალ ცეცხლზე ხარშავენ. თავიდან რა თქმა უნდა, მაღალ ცეცხლზე წამოადუღებთ, შემდეგ კი აუცილებლად დაუკელით ცეცხლს. 
ხარშვის ასეთი პროცესი, ჯერ ერთი, ინგრედიენტებიდან ყველა სასარგებლო ნივთიერების გამოყოფას უწყობს ხელს, მეორეც, ქათმის ხორცი ამ შემთხვევაში ბევრად ნაზი და გემრიელი გამოვა.

7.    დროულად დაუმატეთ მარილი
ეს აუცილებელი საკითხია, რომელზე პასუხიც პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, როგორი შედეგი გსურთ მიიღოთ. სახელოვანი კულინარები  გვირჩევენ კერძი სულ თავიდან დავამარილოთ, თუკი გსურთ მიიღოთ ბულიონის გამორჩეული გემო. მაგრამ თუკი გინდადთ ქათმის ხორცი იყოს განსაკუთრებით გემრიელი, მაშინ კერძს მარილი სულ ბოლოს დაუმატეთ.

8.    შეინახეთ ბულიონი სწორად
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ყველა წესის დაცვით მოხარშოთ ბულიონი, არამედ სწორადაც შეინახოთ. თუკი თქვენი მაცივარი კარგად მუშაობს, შეგიძლიათ ბულიონი 5 დღის განმავლობაში შეინახოთ. ოპტიმალური ტემპერატურა +5 გრადუსს უნდა შეადგენდეს. აჯობებს, თუ არ გაყინავთ ბულიონს, ასე წვნიანი ყველა კვებით, სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს.

 

ქათმის მსუბუქი ბულიონის რეცეპტი

ინგრედიენტები:


ქათამი 1 ცალი
ხახვი 1 თავი
კვერცხი 2 ცალი
კამა პატარა კონა
ნიახური 1-1,5 ღერი
დაფნის ფოთოლი 3 ცალი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები:


გაასუფთავეთ კარგად ქათამი, გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ჩააგდეთ ხახვი.
დადგით ცეცხლზე წამოადუღეთ მაღალ ცეცხლზე, მოხადეთ ქაფი და დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე. 
დაჭერით კამა წმინდად, ნიახური - საშუალო ნაჭრებად. დაუმატეთ მწვანილი და დაფნის ფოთოლი ბულიონს. ასევე დაუმატეთ მარილი და პილპილი და ხარშეთ თავახდილ ქვაბში 1 საათი.
მოხარშეთ კვერცხი 11 წუთის განმავლობაში, გაფცქვენით და გაჭერით შუაზე. გადმოიღიეთ ბულიონი თეფშებზე და დაუმატეთ მოხარშული კვერცხი.


გემრიელად მიირთვით!