ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან "ორაგული შამპანურითა და ნაღებით" - Gemrielia.ge

ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან "ორაგული შამპანურითა და ნაღებით"

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია. საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს ტრადიციები, რომლებსაც ოჯახები ან ცალკეული ინდივიდები არასდროს ღალატობენ. როგორც აღმოჩნდა, ნინო მუმლაძე ყოველ წელს ერთსა და იმავე, გემრიელ კერძს ამზადებს სადღესასწაულო სუფრისთვის. მან თავისი ორაგულის რეცეპტი ჩვენც გაგვიზიარა.

 

ორაგულის ლამაზ ნაჭრებს ვათავსებთ გახურებულ ტაფაზე და ვასხამთ შამპანურს ისე, რომ  თევზის ნახევარზე ოდნავ მეტი დაიფაროს.

ვთუშავთ ნელ ცეცხლზე, როცა შამპანურის დონე ოდნავ დაიკლებს, ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ ნაჭრები.

ალკოჰოლში საკმაოდ მალე რბილდება ხორცი, ამიტომ, უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ დაიშალოს. 

როდესაც შამპანური მთლიანად ამოდუღდება, უნდა დავასხათ მაღალპროცენტიანი ნაღები.

სასურველია 33%, მინიმუმ - 28%. დავაცადოთ წამოდუღება, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

წაიკითხეთ ინტერვიუ ნინო მუმლაძესთან