იცით თუ არა, რომ პირველი პიცა იტალიაში სულაც არ დაუმზადებიათ?
პიცა, რომელიც იტალიურ ტრადიციულ კერძად მიიჩნევა, პირველად იტალიაში სულაც არ მოუმზადებიათ.
პირველი პიცა, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ბერძნებმა დაამზადეს. ბერძნული პიცა იყო თხელი, ბრტყელი პური, რომელსაც აფორმებდნენ ზეითუნის ზეთით, ბოსტნეულით და სხვადასხვა დანამატით.
პირველი გასაყიდად გამზადებული პიცა კი ნამდვილად იტალიაში, რომში დაამზადეს XVII საუკუნეში. იტალიური პიცის პირველ წინაპრად სწორედ ეს გასაყიდად გამზადებული სახეობა მოიაზრება და მას ფოკაჩას უწოდებენ. თანამედროვე პიცა, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურაში ფართო გავრცელება ჰპოვა, წარმოიშვა ნეაპოლში.
ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში, პიცა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პიცა იტალიელმა იმიგრანტებმა ჩაიტანეს. შემდგომში მან ტრანსფორმაცია განიცადა და დღესდღეობით პიცის ცალკეულ სახეობათაც ჩამოყალიბდა. ამერიკული პიცა იტალიურისგან ძირითადად ცომის სისქით განსხვავდება, ასევე განსხვავებულია შემადგენლობაც. ამერიკული პიცა უფრო დატვირთულია ინგრედიენტებით და როგორც წესი, უფრო ნოყიერია, ვიდრე იტალიური.
საქართველოში პირველი პიცერია რაინერ კაუფმანმა, თბილისში, 1999 წელს, ბარნოვის 32–ში გახსნა. პიცერიის სახელწოდება საკუთარ სახელს დაუკავშირა: ,,რაინერის პიცერია და ლუდის ბარი’’. ამერიკული პიცერია შედარებით გვიან, 2009 წელს გაჩნდა, როდესაც ამერიკელმა ემიგრანტებმა – ერიკ და ემი ბინდერებმა გამსახურდიას 36-ში „რონის პიცერია” გახსნეს. ეს ამერიკული პიცერია სქელი ცომის, ე.წ. „ჩიკაგოს პიცას” აცხობს.
პიცა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძად მიიჩნევა. მისი რეკორდულად ბევრი, 250-მდე სახეობა არსებობს და რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიარდზე მეტი პიცა მზადდება.
პიცის ისტორია წარმოგიდგინათ იტალიურმა კაფე „პიატომ“, რომელიც პიცის ფართო არჩევანს გთავაზობთ შემდეგ მისამართებზე: „ბიბლუსი გალერეა“ თბილისი: ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7, ვაჟა-ფშაველას #7; თელავი : ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52