ერთდღიანი დიეტა - მინუს 3 კგ! - Gemrielia.ge

ერთდღიანი დიეტა - მინუს 3 კგ!

ნებისმიერ დიეტას ჭირდება არა მხოლოდ ნებისყოფა და გამძლეობა, არამდე დრო. დაკავებულ ადამიანებს უჭირთ მიიღონ საკვები საათობრივად. ამიტომაც ბოლო დროს აქტუალური გახდა ერთდღიანი დიეტები. აირჩიეთ დასვენების დღე და დაიკელით 3 კგ ერთი დღის განმავლობაში.

 

თხევადი დიეტის რაციონი ერთ დღეზე


ამ დიეტის დაცვა შეგიძლიათ მხოლოდ კვირაში ერთი დღე, ანუ თვეში რამდენიმე დღე. ის განსხვავდება წყლის განთვირთვის დღისგან, რადგან რაციონში შედის წვენები და ჩაი (თითო ჭიქა 2 საათში ერთხელ).


8:00 თბილი ლიმონიანი წყალი
10:00 თბილი წყალი ვაშლის ან ფორთოხლის წვენით (აირჩიეთ)
12:00 წივი წყალი სტაფილოს წვენით
15:00 ჩაი რომელიც გენებოთ
17:00 ნებისმიერი წვენი
19:00 მწვანე ჩაი შაქრის გარეშე
21:00 თბილი წყ ალი გრეიპფრუტის წვენით
22:00 თბილი წყალი ლიმონის წვენით

 

თუნდაც ასეთი ერთი დღე თქვენს ორგანიზმს საშუალებიას მისცემს დაისვენოს მძიმე დატვირთვისგან. ერთდღიანი დიეტა - გაასუფთავებს ორგანიზმს და ახალი ენერგიით აავსებს მას.


მოემზადეთ დიეტისთვის


ნებისმიერი ცვლილება - სტრესია ორგანიზმისთვის. ამიტომაც საჭიროა მოემზადოთ წინასწარ. ერთი კვირით ადრე დიეტამდე უარი თქვით სოუსებსა და კეტჩუპზე, ცხიმიან საკვებზე და ძეხვეულზე, შემწვარსა და ტკბილეულზე. ორი დღით ადრე კი მიირთვით მხოლოდ ბოსტნეული, ხილი და ფაფები. სვით უშაქრო სასმელები.


ხოლო დიეტის შემდეგ უცებ ნუ დატვირთავთ ორგანიზმს ფუნთუშებითა და ფასთფუდით. მეორე დღეს მიირთვი ბოსტნეული, ხილი და ფაფა, შემდეგ კი გადადით ჩვეულ რეჟიმზე. მხოლოდ ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ ერთდღიანი დიეტისგან მიღებული შედეგი.