რატომ არის ბევრად სასარგებლო გაღივებული სელი - Gemrielia.ge

რატომ არის ბევრად სასარგებლო გაღივებული სელი

სელის თესლზე ბევრი რამ წაგვიკითხავს და საკუთარ თავზეც ალბათ ბევრს გამოუცდია მისი სასარგებლო თვისებები.

ამ მარცვლისგან ხარშავენ კისელს, უმატებენ ცომში ცხობისას და სალათებს. სელი შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ორგანიზმს ბევრი სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებით ამარაგებს.

 


მიუხედავად ამ მარცვლეულის სასარგებლო თვისებებისა, მისი ეფექტის გაძლიერება შესაძლებელია, თუკი გამოვიყენებთ საკვებად სწორედ გაღივებულ თესლს.  მითუ მეტეს, რომ ეს პროდუქტი საკმაოდ იაფია და ერთი შეკვრა თვეზე მეტი გეყოფათ!

 

გაღივებული სელის სარგებელი


სელის თესლის ახალი ამონაყარი ასუსტებს ბევრი დაავადების სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულ-სისღლძარღვთა დაავადების და თავის ტვინს დაიცავს სტრესისა და ასაკობრივი ცვლილებებისგან. ასევე შესანიშნავია ალერგიისა და დისბაქტერიოზის დროს, აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას. გარდა ამისა, გაღივებული თესლი შესანიშნავია საკვები დანამატია მომავალი დედებისთვის!

 


როგორ გამოვიყენოთ სელი


სელის თესლის შეძენა ნებისმიერ აფთიაქსა თუ მარკეტში შეგიძლიათ. ერთჯერადად მიღებისთვის მხოლოდ 1 ს/კ სელის თესლი დაგჭირდებათ. ამიტომაც ერთი შეკვრა მარცვლეული დიდხანს გეყოფათ.

სველ თეფზე ან სხვა გაშლილ ჭურჭელზე დააფინეთ ბუნებრივი ქსოვილი. მაგალითად ტილო ან ბიაზი. გაშალეთ ზედ სელის თესლი და გადააფარეთ სველი, გაწურული ქსოვილი. არ დაგავიწყდეთ დაასველოთ დროდადრო ქსოვილი. როცა ამონაყარი 5 მმ-ს მიაღწევს, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოყენება.

 


როგორ მიიღოთ?


1 ს/კ სელის გაღივებული თესლი მიირთვით უსმოზე. ინახება მაცივარში 5 დღის განმავლობაში, ხოლო იმისათვის, რომ გაუხანგრძლივოთ შენახვის ვადა, დააქუცმაცეთ თესლი და აურიეთ თაფლში პროპორციებით 1:2-ზე.
როგორც ხედავთ, სელის თესლის გაღივება მარტივია, შედეგად კი საოცრად სასარგებლო პროდუქტს მიიღებთ.