10 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ყავის მოხარშვისას - Gemrielia.ge

10 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ყავის მოხარშვისას

შეამოწმეთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ?!


თუკი ყავას ყოველდღიურად სვამთ და მას თავად ადუღებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული შეცდომები.
 

შეცდომა №1 - წყლის არასწორი ტემპერატურა
როგორც წესი, წვეთოვანი ტიპის (ყველაზე გავრცელებული მომხმარებლებს შორის)  ყავის მადუღარები არ აღწევს აუცილებელ ტემპერატურას (95 გრადუსს). არადა, სწორედ ასეთი ტემპერატურაა საჭირო არომატული ყავის მოსახუღებლად. უმჯობესია გამოიყენოთ ფრენჩ-პრესი. ის უფრო იაფი ღირს, ვიდრე ყავის ყავის აპარატები და ბევრად გემრიელ ყავას ადუღებს. იმისათვის, რომ პრესის ყავა მოადუღოთ, კოლბაში ჩაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

 


 

შეცდომა №2 დაფქული ყავა
დაფქული ყავის ყიდვა მოსახერხებელია, თუმცა - არასწორი. როგორც კი ყავა იფქვება, ის იწყებს გემოსა და არომატის გაქრობას, რაც დროთაგანმავლობაში საერთოდ მიდის. რაც უფრო დიდხანს ინახება დაფქული ყავა, მით უარესდება მისი გემო.
აჯობებს, დახარჯოთ ცოტა მეტი ფული ყავის საფქვავის შესაძენად და დრო იმისათვის, რომ დაფქვათ ყავა უშუალოდ მოდუღების წინ.

შეცდომა №3 ცივი ფინჯანი
იმისათვის, რომ სასმელი დიდხანს დარჩეს ცხელი, შეაცხელეთ ჭურჭელიც. გაავლეთ ფინჯანი ან  ფრენჩ-პრესის კოლბა ცხელ წყალში, სანამ ყავას მოადუღებდეთ, ან ჩაასხამდეთ.

შეცდომა №4 თხელი ფინჯანი
თხელკედლებიან ფინჯანს ამჯობინეთ სქელი ყავის ჭიქა, რათა დიდხანს შეუნარჩუნდეს  სასმელს ტემპერატურა.
 

შეცდომა №5 ყავის ძველი მარცვლები
თუნდაც, ყავის ყოველი მოდუღების წინ ფქვავდეთ მარცვლებს, თუ ყავა ძველია, მას არომატი მაინც არ ექნება. ასე რომ, ყოველთვის შეამოწმეთ შენახვის ვადა შეფუთვაზე. იდეალური შენახვის ვადაა დაახლოებით 3 კვირამდე.
 

შეცდომა №6 თვალით გაზომვა
ცუდი ჩვევაა პაკეტიდან ყავის თვალის ზომით ჩაყრა. დაიმახსოვეთ დოზები: 17 გ ყავა (დაახლოებით 3 ჩ/კ) 260 მლ წყალზე. ეს გახლავთ სტანდარტული ყავის დოზა, რომელიც ისეთი მაგარი არ იქნება, როგორც ესპრესო, მაგრამ არც წყალ-წყალა გამოვა.

 


 

შეცდომა №7 რძე და შაქარი
რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ უფრო გემრიელი იქნება, თუკი გამოიყენებთ ყავისფერ შაქარსა და უცხიმო რძეს.
 

შეცდომა №8 არასწორი პროპორციები
თუკი ვერა და ვერ მიაგენით თქვენთვის სასურველ გემოს, დაიწყეთ ფინჯანზე 2 ჩ/კ ყავით და მიიყვანეთ ის სრულყოფილებამდე.
 

შეცდომა №9  წყალი
რა თქმა უნდა წყალი ონკანიდან ყოველთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ის გემოს აფუჭებს. აჯობებს ყავისთვის გაფილტრული წყალი გამოიყენოთ. სცადეთ, სხვაობას მაშინვე შეამჩნევთ.


შეცდომა №10 არასწორად შენახვა
მთვარია - მოერიდოთ ზედმეტ ტენიანობას. სწორე ამიტომ, საყინულე (რასაც ხშირად ურჩევენ შესანახად) არ გამოდგება. უმჯობესია ყავა მოათავსოთ პლასტიკატის კონტეინერში და შედგათ გრილ, მშრალ ადგილას, თუმცა დიდი ხნით შენახვა მაინც უკარგავს ყავას გემოსა და არომატს და რაც უფრო ნაკლები ხნით შეინახავთ ყავას, მით უკეთესი იქნება.

 

აქვე გთავაზობთ მინი-ტესტს იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იცით ამ მატონიზირებელი სასმლის ისტორია