რა კავშირი აქვს გოგრის თესლს უშვილობასთან? - იცოდეთ ამ პროდუქტის უნიკალური თვისება, რაც აქამდე არც ალბათ გსმენიათ
უბრალოდ წარმოიდგინეთ: 100 გ თესლში ინახება ჩვენი ორგანიზმისთვის დღიურად საჭირო მარგანეცის 214 %, მაგნიუმის - 155 %, ფოსფორის 168 %, თუთიას 80 % რკინა, კალიუმი, კალციუმი, ტყვია და ფოლიუმის მჟავა ნაკლები რაოდენობით შედის, თუმცა მცენარეული ცილა გოგრის თესლში დიდი რაოდენობით არის.
ასევე გოგრის თესლში აღმოჩენილია ფიტოსტროლები, ნივთიერება, რომელიც სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს, ასევე ამინომჟავები, რომლებიც სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს. B ჯგუფის ვიტამინების მთელი სერია, რომელსაც გოგრის თესლი შეიცავს, ჩვენი ნერვული სისტემისთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
და გაითვალიწინეთ: შენახვისას გოგრის თესლში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ იზრდება და არ კლებულობს!
გთავაზობთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებსაც გოგრის თესლი შველის:
1. ჰიპერტონია და სისხლძარღვების გათხელებული კედლები. მაგნიუმის შემცველობის გამო გოგრის თესლი ხელს უწყობს სისხლის გათხლებას და ხელს უშლის საცობების წარმოქმნას. ხოლო ვიტამინის K შემცველობის ხარჯზე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
2. ათეროსკლეროზი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიტოსტეროლები, რომლებსაც გოგრის თესლი შეიცვას, დაბლა წევს ცუდ ქოლესტერინს სისხლში. გამოხატული ეფექტი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ყოველდღიურად მიიღებთ მარცვლებს.
3. ფაღარათი. დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისისა და ცხიმ-მჟავების შემცველობის გამო გოგრის თესლი აუმჯობვესებს ნაწლავების პერისალტიკას.
4. ძვალ-სახსროვანი სისტემა. იგივე ცხიმ-მჟავების შემცველობის შედეგად გოგრის თესლის სისტემატიური მიღების შედეგად ჩაქვრება სახსრების ანთება ართრიტის დროს. „კალციუმის- მაგნიუმის- თუთიის“ ტრიო ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვთარებას.
5. ჭიის საწინააღმდეგოდ. გოგრის თესლის უზმოზე მიღება შესანიშნავი პროფილაქტიკა და მკურნალობაა ჭიის ორგანიზმიდან გამოსადევნად.
6. თმის და კანის სილამაზე. კანის სიმკვრივის და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად, ასევე თმის სიბზინვარისა და ჯანმრთელობისთვის მიირთვით ხშირად გოგრის თესლი - B, A და E ვიტამინების ერთობა საოცრებებს ახდენს სილამაზის სამსახურში.
7. პროსტატის ჯირკვლის ანთება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასაკში მყოფი მამაკაცებისთვის, არამედ უკვე 25 წლის ბიჭებისთვისაც ამის გათვალისწინება, რადგან ჯირკვლის ანთების შემთხვევები საკმაოდ გაახალგაზრდავდა. თუთით, ცხიმოვანი მჟავები და განსაკუთრებული ფიტოჰორმონები, რომლებსაც გოგრის თესლი შეიცავს მამაკაცს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ძველ დროში მაშინ, როცა მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო განვითარების ამ საფეხურზე, უშვილო წყვილებს სწორედ გოგრის მარცვლებით მკურნალობდნენ, მასში შემავალი თუთია მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციებს აუმჯობესებს, დიდი რაოდენობით ვიტამინი ე, იგივე ტოკოფეროლი კი აუცილებელია ორსულთათვის. მშობიარობა, შთამომავლობა, სწორედ ასე ითარგმნება ტოკოფეროლი ბერძნულიდან (წყარო)
8. ე.წ. ზღვის ავადმყოფობა. თუკი ვესტიბილურ აპარატთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მიირთვით გზაში გოგრის თესლი. გაერთობით და ამასთან ზეთები, რომლებსაც თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს, შეგიჩერებთ გულისრევის შეგრძნებას.
9. მხედველობა. ვიტამინი A-ს დამსახურებით გოგრის თესლი საგრძნობლად აუმჯობესებს დაბინდულ მხედველობას.
10. ცილის დეფიციტი. ვეგეტარიანელებისთვის გოგრის თესლი, უბრალოდ ხსნაა. რადგან ყველაზე მეტად მათ ესაჭიროებათ ცილის დამატებითი და ასეთი მდიდარი წყარო.
სიფრთხილით უნდა მიიღონ გოგრის თესლი ორსულებმა, ასევე ადამიანებმა კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კოლიტის პრობლემების დროს და კუჭ-ნაწლავის სხვა მწვავე დაავადებიბისას.
შეგახსენებთ, რომ გოგრის თესლი მაქსიმალურად სასარგებლოა უმ მდგომარეობაში. ამოიღეთ გოგრიდან თესლი, გაშალეთ და გააშრეთ გარეთ. დროდადრო აურიეთ. 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას მარცვალი აქტიური ნივთიერებების ნახევარზე მეტს კარგავს. გამშრალი თესლი შეინახეთ ნაჭრის ტომარაში.