რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა გრანიტის ქვაბს? - Gemrielia.ge

რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა გრანიტის ქვაბს?

ყველა დიასახლისმა კარგად იცის, რომ გემრიელი კერძის მომზადება  კულინარიულ ცოდნასთან ერთად, კარგ ჭურჭელზეც არის დამოკიდებული. 


რთულია, ისეთი ქვაბის შერჩევა, რომელიც ერთდროულად, არ უცვლის საკვებს გემოს და არ იკრავს, შესაბამისად საჭიროებს ნაკლებ ცხიმს, ირეცხება მარტივად, არ განიცდის მაღალ ცეცხლზე დეფორმაციას და ა.შ.


სპეციალისტების აზრით, გრანიტის საფარიანი ქვაბები და ტაფები (შეიძლება იწოდებოდეს „მარმარილოს“ ან „ქვის“)  მალე ტეფლონის ჭურჭელს ბაზრიდან განდევნის.

 
რა უპირატესობა აქვს გრანიტის საფარიან ქვაბებს?


გრანიტის  ქვაბების განსაკუთრებული მახასიათებელი არის ზედაპირის თანაბარი გაცხელება, რის შედეგადაც საკვები ერთნაირად კარგად მზადდება როგორც ცენტრში, ისე კიდეებში, მინიმალური ცხიმის გამოყენებით. საკვები ძირზე არ იწვება და ქვაბი ადვილად ირეცხება. შესაბამისად, თუ ხშირად ამზადებთ სახლში ქათმის ბულიონს, გუფთას, ბორშს, ბოსტნეულის წვნიანს, ხარჩოს, ჩაქაფულს, ოსტრს და ა.შ.  ამ მასალის ჭურჭელი აუცილებლად გჭირდებათ.

 

 

გემრიელი კერძების მომზადების გარდა, გრანიტის საფარველის უპირატესობა არის ის, რომ ეკოლოგიურია და არ წარმოქმნის ჯანმრთელობისთვის მავნე ტოქსიკურ ელემენტებს. ძირის (არანაკლებ 6მმ) და კედლების სისქიდან (არანაკლებ 3,5მმ) გამომდინარე, მაღალი ტემპერატურის მოქმედებით არ იშლება და არ ხვდება საკვებში. მაღალი მდგრადობის მიუხედავად, იმისათვის, რომ დიდხანს გამოიყენოთ გრანიტის ქვაბები სამზარეულოში, რეკომენდირებულია, კერძის მომზადებისას გამოიყენოთ ხის ნიჩაბი და გარეცხვის დროს - რბილი ღრუბელი.

 

სამზარეულოს ჭურჭლისა და აქსესუარების მწარმოებელმა  კომპანია OMS-მა, რომელიც ბაზარზე 1976 წლიდან მოღვაწეობს,  სწორედ დიასახლისების მოთხოვნებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, ეწარმოებინა გრანიტის საფარიანი ქვაბები და ერთგული მომხმარებლებისათვის დამატებითი კომფორტი შეექმნა.

ქვაბის დიამეტრული ზომები იწყება  20 სმ-დან, ასევე ხელმისაწვდომია 24 სმ და 26 სმ დიამეტრის ზომის ქვაბები.