სუშის ცნობარი
რას ნიშნავს მიკასუ, ნორი, ვასაბი და სხვა ინგრედიენტები, რომელიც სუშისთვის გამოიყენება და რომელი თევზეულის გამოყენება ჯობს მის მოსამზადებლად!
მაკისუ
ოთხკუთხა ფორმის ბამბუკის მარაოა, რომლის მეშვეობითაც იაპონელები სუშის ახვევენ. მაკისუზე იდება ნორის ფურცელი, შემდეგ ნაწილდება ბრინჯი, სხვა ინგრედიენტები და იხვევა რულეტივით. არსებობს გახვევის მეორე წესიც - ბრინჯიან ნორის ფურცელს ამოატრიალებენ, მასზე დებენ სასურველ ინგრედიენტებს და ისე ახვევენ, რომ სუშის გარედან ბრინჯის ფენა ჰქონდეს.
სუშის მენიუები 29 ლარიდან ევროპულ-იაპონურ კაფეში "Moki / მოკი"
ნორი
წყალმცენარეა, რომელიც სუსის მომზადებისას გამოიყენება. ნორისგან მომზადებულ თხელ ფენებში იხვევა სუში. ნორის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ პრიალა ნაწილი ქვემოთ მოვაქციოთ.
ვასაბი
ვასაბი იაპონური სოუსია, რომელიც გემოთი პირშუშხას საწებელს წააგავს და მომწვანო ფერი აქვს. იგი პირშუშხას მონათესავე მცენარის ფესვისგან მზადდება, აქვს ცხარე გემო და ძალიან უხდება სუშის.
სუში ბარი საკე - თუ გსურთ შეიგრძნოთ ნამდვილი იაპონური სუშის გემო.
თევზეული სუშის მოსამზადებლად
სუშის კლასიკურ ვარიანტში ახალი, უმი თევზი გამოიყენება (უმეტესად თინუსი და ორაგული). ასევე გამოიყენება კიბორჩხალა და კრევეტები, თუმცა მათ თერმულად ამუშავებენ. იაპონიაში არსებობს სუშის პოლიცია, რომელიც მკაცრად ამოწმებს თუ რა პირობებშია მომზადებული სუში და არის თუ არა დაცული ტექნოლოგია. საქართველოში ახალი თინუსი და ორაგული რთულად მოიპოვება, ამიტომ, გირჩევთ, რომ შინაურ პირობებში გამოყვანილი თევზი გამოიყენოთ.
Galleria italiana - სუშის მრავალფეროვანი არჩევანი
იაპონური მაიონეზი
იაპონური მაიონეზი განსხვავდება ტრადიციული ვარიანტისგან. იგი შეიცავს სოიის ზეთს, ბრინჯის ძმარსა და მისოს პასტას, რომელიც სპეციალიზებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შეგვიძლია შევიძინოთ. თუ იაპონურ მაიონეზს ვერ ვიშოვით, ჩვეულებრივი მაიონეზით ჩავანაცვლოთ.
ჯანჯაფილის მარინადი
ჯანჯაფილის მარინადი სუშის ტრადიციული გარნირია. მისი შინ მომზადებაც შეგვიძლია. 500 გ ნედლი ჯანჯაფილი გავფცქვნათ და კარტოფილის სათლელით ან სახეხის მსხვილი პირით ძალიან თხელ ფენებად დავთალოთ, შევურიოთ 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 1 ს.თ. გავაჩეროთ. 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ბრინჯის ან სხვა დაბალი სიცხარის ძმარი ავურიოთ, დავასხათ ჯანჯაფილს და 8-10 საათი გავაჩეროთ. ვარდისფრის მისაცემად შეგვიძლია დავუმატოთ პატარა ნაჭერი ჭარხალი ან ცოტაოდენი წითელი ღვინო.
სოიის სოუსი
სოიის სოუსს ჩვენი მკითხველისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება, იგი აზიური სამზარეულოს შეუცვლელი ინგრედიენტია, აქვს მლაშე გემო და სპეციფიკური არომატი.
ბრინჯის ძმარი
ბრინჯის ძმარს სპეციფიკური გემო აქვს და ნაკლებად ცხარეა. თუ ბრინჯის ძმარი არ გვაქვს, ჯობს გამოვიყენოთ რომელიმე, ნაკლებარომატული, მსუბუქი ძმარი. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღებად მაინც ბრინჯის ძმარი ჯობს.