რა უნდა მოიმარაგოთ წინასწარ, თუ პასკის გამოცხობას აპირებთ - სია, რომელიც დაგჭირდებათ
პასკა მარტივი გამოსაცხობი არ არის. სირთულე მხოლოდ რეცეპტში არ მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ პასკას ძალიან მრავალფეროვანი სუნელები და ინგრედიენტები სჭირდება, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას იყიდება.
სააღდგომო სამზადში გართულ დიასხლისს კი შეიძლება რამე გამორჩეს. წარმოიდგინეთ, ცხობას რომ დაიწყებთ და აღმოჩნდება, რომ რაღაც სუნელი გაკლიათ, რომელიც უბნის მარკეტში არ იყიდება... ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ პასკის ინგრედიენტების წინასწარ შედგენილი სია, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
იხილეთ იმ პროდუქტების სია, რომელიც წინასწარ უნდა მოიმარაგოთ, თუკი პასკის შინ გამოცხობას გეგმევთ.
და აქვე რჩევა: პასკის გამოცხობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას - ეცადეთ, მშვიდმა და მობილიზებულმა წამოიწყოთ ცომის ზელა.
ცომს უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.