ფრანგული სამზარეულოს საუკეთესო რეცეპტები
ფრანგული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვნებით, გემოს და არომატების თამამი შეხამებით გამოირჩევა. თითქმის ყველა კერძს მოყვება სოუსი. ფრანგებმა კი სოუსების ძალიან ბევრნაირი ვარიაცია შექმნეს. საფრანგეთის ტრადიციული სამზარეულო უბრალო პროდუქტებზეა დაფუძნებული, რომელთა კომბინაციებისაგან რთული კერძები მზადდება.
ალბათ ძალიან ძნელია, წარმოიდგინო პარიზული დილა - კრუასანის გარეშე. ხრაშუნა, ახლად გამომცხვარი კრუასანი - მრავალნაირი შიგთავსით. ფრანგებისთვის ყავა და კრუასანი ტრადიციულ საუზმეს წარმოადგენს.
ბაყაყის ფეხები - ფრანგული ორიგინალური დელიკატესია. გემოთი წიწილას ჰგავს.
ლოკოკინები ნივრის სოუსში. კიდევ ერთი უნიკალური კერძია ფრანგული სამზარეულოდან. ხახვის სუპი - ერთდროულად მარტივი და ამავდროულად ძალიან დახვეწილი კერძია. და რა თქმა უნდა, კრემ-ბრულე. უნაზესი კრემის ნამდვილი გემო, რომელსაც მხოლოდ საფრანგეთში თუ გაეცნობით...
თუ გსურთ, თავი ნამდვილ არისტოკრატად იგრძნოთ, სულაც არ არის აუცილებელი, ტიტულოვანი ოჯახის წევრი იყოთ, ან მკაცრად დაყენებული მანერები გაგაჩნდეთ. უბრალოდ საკმარისია, რომელიმე ცნობილი კერძი მოამზადოთ, ფრანგული სამზარეულოდან...
რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს ჩვენ შემოგთავაზებთ:
1. ხახვის წვნიანი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხახვის წვნიანი ფრანგული კლასიკაა.
ინგრედიენტები:
თეთრი ხახვი - 500 გ
ბულიონი - 500 გ
ნიორი - 1 კბილი
კონიაკი - 30 გ
თეთრი ღვინო - 150 მლ
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
კარაქი - 40 გ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
დაფნის ფოთოლი - 1
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
ბაგეტის ნაჭრები - 4 ცალი
მარილი
შაქარი - 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი, დაამატეთ ხახვი და შუშეთ ფერის შეცვლამდე. დაასხით ღვინო. რომ აორთქლდება, დაასხით ბულიონი, დაამატეთ
ნივრის კბილი და სუნელები. დაამატეთ მარილი და შაქარი. ხარშეთ 10 წუთი.
ბაგეტი დაჭერით და ღუმელში დაბრაწეთ. ყველი გახეხეთ.
ჩაასხით სუპში კონიაკი და კიდევ 7-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ ნიორი და დაფნა, სუპი გაანაწილეთ კერამიკის ჭურჭელში, ზემოდან დაადეთ ბაგეტის ნაჭრები და მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში გრილის ქვეშ რამდენიმე წუთი, რომ ყველი გადნეს.
2. კრუასანი
ინგრდიენტები:
450 გრ ფქვილი
25 გრ საფუარი
1-2 ს.კ შაქარი
2 ც კვერცხი
180 გრ კარაქი
1-2 ს.კ ზეთი
მომზადების წესი:
საფუარი გავხსნათ 150 გრამ თბილ წყალში, გავაჩეროთ 10 წთ და მოვურიოთ. ფქვილი ჩავყაროთ დიდ ჯამში, შევურიოთ ოთახის ტემპერატუაზე დარბილებული 30 გრ კარაქი და კარგად ავსრისოთ. ჩავამატოთ 1 კვერცხი, შაქარი, მარილი,საფუარი და მოვზილოთ ელასტიური ცომი 10-15 წთ. ცომი გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმაზე, კარაქი გავჭრათ სამ ნაწილად, წავუსვათ 1/3 კარაქი ცომის 1/3 ნაწილს. უკარაქო ცომი გადმოვკეცოთ, დავაფინოთ კარაქიან ცომს და გვერდები კარგად შემოვუკეცოთ. ცომი ისევ გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ პერგამენტზე, გავახვიოთ ჭურჭლის ტილოში და შევდგათ მაცივარში 30 წთ. იგივე გავიმეოროთ ორჯერ კარაქით, შემდეგ კი გავიმეოროთ პროცედურა სამჯერ კარაქის პროცედურის შემდეგ. ცომი გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმაზე, გადავაფინოთ ჭურჭლის ტილო და გავაჩეროთ 10 წთ. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 8-8 მართკუთხედი.
თითოეულ კრუასანს ჩავუდოთ სასურველი გულსართი, გაავახვიოთ, დავაწყოთ ცხიმიან საცხობ ტაფაზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გავაჩეროთ 40 წთ. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსზე და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.
3. რატატუი
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 2 ცალი
ყაბაყი - 1 ცალი
პომიდორი - 4 ცალი
სოუსი
ზეთი - 20 მლ
ხახვი - 2 თავი
პომიდორი - 4-5 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი, ყაბაყი და პამიდორი დაჭერით რგოლებად. ჩაალაგეთ რიგრიგობით ცხიმწასმულ მრგვალ ფორმაში.
2. დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა მოშუშეთ ზეთში, ჩაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კანგაცლილი პამიდორი. დაასხით წყალი და შუშეთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს უყავით დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა.
3. მოასხით მომზადებული სოუსი ბოსტნეულს და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი.
ნატურალური პროდუქტი, სანელებლები და ნაღების კარაქი - ეს ფრანგული სამზარეულოს მთავარი საიდუმლოა. სწორედ ეს ინგრედიენტები ანიჭებს დახვეწილ და განუმეორებელ გემოს, სხვადასხვა კერძებს. როგორც ცნობილია, ფრანგები თითქმის ყველა კერძში უხვად მოიხმარენ კარაქს. კარაქი და ცხიმიანი საკვები კი ხელს უწყობს ქოლესტერინის მომატებას სისხლში, რაც კარგი ნამდვილად არ არის.
ორგანიზმისთვის ზედმეტი ქოლესტერინი სიცოცხლისთვის საშიშია. ის სისხლძარღვებს შლაკებით ავსებს და სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რის შედეგადაც იზრდება ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
ქოლესტერინის მომატების თავიდან ასაცილებლად - ანტი-ქოლესტერინის წვეთები არსებობს. ანტი-ქოლესტერინი ბრიტანული წარმოების მცენარეული საშუალებაა, რომელიც შეიცავს:
• კუნელს - კვებავს გულის კუნთს, მას "გულის პურსაც" უწოდებენ;
• ნიორს - აწესრიგებს პროთრომბინის და ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს არტერულ წნევას;
• ცაცხვი - ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს გულის ფრიალს და ტაქიკარდიას. მზადდება უმაღლესი ხარისხის ველურად ან კულტივირებული გზით მოპოვებული ნედლეულისგან მუშავდება სპეციალური ტექნოლოოგით სისუფთავის და მაღალი ეფექტურობის შენარჩუნებისათვის ნიადაგი, სადაც ეს მცენარეები იზრდება, არ არის დამუშავებული ქიმიკატებით და სხვადასხვა სახის სასუქით.
ასე, რომ, თუ გადაწყვეტთ ფრანგული კერძებით პირის ჩატკბარუნებას, ნუ მოთოკავთ სურვილს და თამამად დააგემოვნეთ გემრიელი კერძები. თქვენს ჯანმრთელობაზე კი „ანტი-ქოლესტერინი“ იზრუნებს.