მცენარეები, რომლებიც დამშვიდებაში დაგეხმარებათ და მათ გარემოში ტკბილად დაგეძინებათ - ეს უნდა იცოდეთ

უძილობა, გაღიზიანება, ნევროზულობა დღეს საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. არსებობს 

მცენარეები, რომლებიც სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად, ნერვებსაც ამშვიდებენ, გუნება-განწყობას აუმჯობესებენ და ტკბილ ძილსაც უწყობენ ხელს.

 

კუნელი


კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კუნელის ლათინური სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც “მაგარს” ნიშნავს. კუნელი მართლაც “მაგარი მცენარეა”, ამ სიტყვის მრავალმხრივი გაგებით. მისი თვისებები სავსებით შეესაბამება სახელწოდებას. კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე - ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.
კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას - ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები - კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე - ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.


სამედიცინო პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კუნელი, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.

 

კატაბალახა


ჩვენი წინაპრები მის ფესვებს აგროვებდნენ და ნაყენს ამზადებდნენ.ძნელად თუ მოიძებნება საოჯახო აფთიაქი, კატაბალახას წვეთებს მასში საპატიო ადგილი რომ არ ეკავოთ. მისი ეფექტიც და უეფექტობაც მრავალ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოუცდია. მით უფრო საინტერესოა, ჩვენი წარმოდგენების რა ნაწილს ადასტურებს მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა.
კატაბალახა ეფექტურია უძილობისას, შფოთვისასმ მოუსვენრობისას, დეპრესიისმ კრუნჩხვის დროს, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილის, მენოპაუზის სიმპტომებისას, მათ შორის – ალებისა და აღგზნებადობისას.


ძახველი


სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც.
ძახველის ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს С და K. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მღიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP, ამიტომ ხშირად გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს. С ვიტამინის წყალობით ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დაავადებების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას, ტონზილიტს (სასის ნუშურების ანთება) და ფილტვების ანთებასაც კი. ეს კენკრა, პექტინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყალობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ძახველის ნაყოფი ძალზე სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის, როგორც გამამაგრებელი საშუალება. ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს. ასევე რეკომენდებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. ვიტამინებისა და ქიმიური ელემენტების შემადგენლობა მცენარეში აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას და დეპრესიასაც კი კურნავს.


ადრე ძახველის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა, როგორც ხმის აღმდგენი საშუალება. ხმის ჩახრინწვისა და დაკარგვის დროს ყვავილების ნახარშის მიღება ხმის დაბრუნებას უწყობს ხელს.
ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
მცენარის ქერქი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენისას.


მაგნოლია


მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებსა და ალკალოიდებს. ამ ყვავილის ნაყენს გამოიტენებენ როგორ პროფილაქტიკურ საშუალებას მაღალი წნევისას, ასთმის საწინააღმდეგოდ, კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ კარიესს. 
სხვა მცენარეებთან კომპლექსში მედიკოსები საკმაოდ ბევრი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას იყენებენ.

კრაზანა


კრაზანა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წვრილი დატოტვილი ფესურით, ორწახნაგოვანი, გლუვი, დატოტვილი ღეროთი. ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილური სამკურნალო მცენარეა. შეიცავს ტოკოფეროლებს (ვიტამინი E, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს), ჰიპერიცინსა და ჰიპერფორინს (ამ ნივთიერებებს ანტიდეპრესიული მოქმედება ახასიათებს), მთრიმლავ ნივთიერებებს (ეხმარება ჭრილობების ინფექციებისგან გაწმენდაში, ხსნის ანთებით პროცესებს), კაროტინს (პროვიტამინი A–ს წინამორბედი, აუცილებელია თვალების სწორად მუშაობისთვის, კანის უჯრედების განახლების, ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დაცვისთვის), ნიკოტინის მჟავას (აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის), ჰიპეროზიდსა და რუტინს (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს), ფიტონციდებს (მცენარეული „ანტიბიოტიკი“, აქვს მძლავრი ანტიმიკრობული ზემოქმედება), საპონინებს, ვიტამინებს P, PP, С, ფლავანოიდებს, აზულენს, ინვერტულ შაქარს და სხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით ძირითადად გამოიყენება კრაზანის ფოთლები და ნორჩი ყლორტები. ფესვები გამოიყენება ტუბერკულიოზისა და დიზენტერიის დროს.
კრაზანას ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.


პასიფლორა


პასიფლორა ორიგინალური ფორმის, ულამაზესი ყვავილებით გამორჩეული დეკორატიული ლიანაა, რომლის ყვავილებიც ესპანელმა მისიონერებმა იესოს ეკლის გვირგვინს მიამსგავსეს და „ვნების ყვავილი“ დაარქვეს.

 

 

ეს სახელი მცენარეს დღემდე შემორჩა.ესპანელმა მისიონერებმა, პასიფლორას ყვავილების დანახვისთავავე, ანალოგი გაავლეს იესოს ეკლის გვირგვინთან და ამ მცენარეს „ვნების ყვავილი“ დაარქვეს. ხალხში კი ამ მცენარეს „სამეფო ვარსკვლავსაც“ ეძახიან.
პასიფლორას რამდენიმე სახეობა სამკურნალოდაც გამოდგება და ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. მაგალითად, პასიფლორას ერთ-ერთ სახეობას, რომელიც „ღამურას“ სახელითაა ცნობილი, მე-16 საუკუნის ბოლოს ინდოელები ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, Pასსიფლორა სეხოცელლატა - გამოიყენება თვალის დაავადებების დროს, ხოლო მცენარის სხვა სახეობებს დამამშვიდებელ საშუალებად იყენებენ. 


ტრანქუილი


თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ასევე სრულიად ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტი, განსაკუთრებული წესით დამუშავებული, რომელიც ამ უნიკალური მცენარეების ნაზავს წარმოადგენს და ამ ხუთი მცენარის საუკეთესო თვისებების შეკრებით არის შექმნილი. ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის ნორმალური ძილის ხელშეწყობისთვის, დატვირთული რეჟიმის მქონე პორებისთვის სტრესთან გამკლავების უნარის გასაძლიერებლად, ნერვებისა და კუნთების მოდუნებისთვის და შედეგად მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად, ქალებისთვის პრემენსტრუალური დაძაბულობის დროს საუკეთესო საშუალება "ტრანქუილია", რომელიც აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია, ურეცეპტოდ გაიცემა და სრულიად ბუნებრივი აბებია. სწორედ კუნელს, ძახველს, კრაზანას, პასიფლორას, მაგნოლიას და კატაბალახას შეიცავს და მათ ხარჯზე საუკეთესო ეფექტს იძლევა.

მასალის გამოყენების პირობები
12 აპრილი, 2018 05:04 p.m.
ნანახია: 3401