როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბიკები საკუთარი ხელით - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბიკები საკუთარი ხელით

ბულიონის კუბიკები - ის ინგრედიენტია, რომელიც ბევრ კერძში კვჭირდება. თუმცა, ხშირად დიასახლისები არ ენდობიან შეფუთულ, მაღაზიაში ნაყიდ კუბებს. ეს გასაკვირიც არ არის.


თუმცა, არსებობს რეცეპტი, რომლის მიხდვითად შინ მარტივად მოამზადებთ კუბიკებს და თამამად გამოიყენებთ სხვადასხვა კერძისა თუ 2 წუთში ბულიონის მოსამზადებლად.

 


ინგრედიენტები:
ქათმის ფრთები - 2 კგ
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
პრასი - 1 ღერი
კამა - 2 დიდი ღერი
სტაფილო - 2 ცალი
ნიახური - 4 ღერი
ოხრახუში - 2 ღერი
შავი დაფქული პილპილი - 1 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

ბოსტნეული მსხვილად დაჭერით. ჩაასხით დიდ  ქვაბში 4,5 ლ წყალი, მოათავსეთ ქათმის ფრთები, დაჭრილი ბოსტნეული და დაუმატეთ სანელებლები. მიიყვენეთ ბულიონი ადუღებამდე. შემდეგ კი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. მოხადეთ პერიოდულად ქაფი.
გაწურეთ ბულიონი. უნდა მიიღოთ 9-10 ჭიქა. კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 2 საათი, სანამ არ დაიყვანთ 1,5 ჭიქა სიროფის მაგვარ სითხეს. ბოლო 30 წუთი ბულიონი ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
გაანაწილეთ ბულიონი ყინულისთვის განკუთვნილ პატარა სილიკონის ფრმებში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შედგით მაცივარში 8-12 საათით.
გამოიღეთ  გაყინული   ბულიონები ფორმებიდან, გაახვიეთი თითუელი ცელოფანში ან  ფოლგაში და მოათავსეთ კვლავ საყინულეში. 
ეს კუბიკები ინახება -18 გრადუსზე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში და მათი გამოყენება, როგორც გითხარით, შეგიძლიათ სხვადასხვა კერძში.