15 სუპერ-გაჯეტი, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს ბევრად სასიამოვნოს გახდის - Gemrielia.ge

15 სუპერ-გაჯეტი, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს ბევრად სასიამოვნოს გახდის

გასტრონომიული ცხოვრება ბევრად მარტივი ხდება, თუკი თქვენი სამზარეულოს არსენალში სხვადასხვა მოწყობილობა-გაჯეტი მოიპოვება. 

გთავაზობთ ძალიან სასარგებლო გაჯეტების ნაკრებს, რომელთა გარეშეც სამზარეულოში ფუსფუსი გაგიჭირდებათ. ეს 15 მოწყობილობა ნამდვილად დაგიზოგავთ ძალებს, ენერგიასა და დროს. 
 

 

დანების სალესი

 


ახლა დანების წაღება გასალესად ნამდვილად აღარ გჭირდებათ. ამ მარტივი მოწყობილობით თავად ერთ-ორ თვლაზე გალესავთ დანას. მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ!
 

პიცის საჭრელი დანა

 


მიტანის სერვისებს უკვე დაჭრილი პიცა მოაქვთ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი შინ, თავად გამოაცხეთ პიცა? მისი დაჭრა ლამაზად და თანაბრად მხოლოდ სპეციალური საჭრელით არის შესაძლებელი.
 

პომიდვრის ყუნწის მოსაცილებელი დანა 

 


ალბათ იტყვით, რაში გვჭირდება, ისედაც მშვენივრად ვაცილებთ ყუნწს და ვაჭრით გულს პომიდორს. უბრალოდ ერთხელ დატესტეთ და მიხვდებით, რამდენად კომფორტული ამ საჭრელით მუშაობა.

ყველის სახეხი

 


ყველი - ბევრი კერძის ფინალური გასტრონომიული შტრიხია. იმისათვის, რომ მარტივად, სწრაფად და მოხერხებულად გახეხოთ ყველი, ეს სახალისო სახეხი გამოგადგებთ.
 

სახეხი

 


თუ გსურთ მართლაც კრისტალური სიბზინვარე მიანიჭოთ ჭურჭელს, თუნდაც დიდი ხნის ჩამჯდარი ცხიმით, ეს სახეხი უნდა გამოიყენოთ.
 

ქაღალდის ხელსახოცის სამაგრი

 


გამოიყენეთ თუნდაც ასეთი ელემანტარული აქსესუარი იმისათვის, რომ არა მხოლოდ კომფორტული გახადოთ თქვენი სამზარეულო, არამედ კიდევ უფრო გაალამაზოთ.
 

კულინარიული ფუნჯი

 


ასეთი საინტერესო ფორმის ფუნჯი ძალიან გაგიმარტივეთ ცხობის პროცესს. ის თანაბრად ანაწილებს ღ ვეზელის ზედაპირზე კვერცხსა, თუ სხვა სპეციალურ წასასმელებს. მისი მეშვეობით გამოიყენებთ ზუსტად იმდენ ცხიმს, რამდენიც საჭიროა!
 

სალათის ამოსაღები მაშა

 


სალათის ამოსაღებით მოსახერხებელია გაანაწილოთ გემრიელი და სასარგებლო კერძი ულუფებად. 


კოვზი ბალახეულისა და სპეციების წვნიანიდან ამოსაღებად

 


ამ კოვზის მეშვეობით ისეთი მარტივია არომატული წვნიანის მომზადება. იმისათვის, რომ არ დახარჯოთ დრო სანელებლების ამოსაღებად, გამოიყენეთ ეს გაჯეტი: ის მარტივია და ძალიან მოსახერხებელი.
 

კვერცხის გულისა და ცილის გასაცალკევებელი მოწყობილობა

 


კვერცხის გულისა და ცილის გაცალკევება ყოველთვის მარტივი როფია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაამარტივოთ ეს პროცესი, გამოიყენეთ სპეციალური მოწყობილობა. თან არაჩვეულებრივად გამოიყურება!
 

ასაწყობი ზამბარა

 


ეს ზამბარა მუშაობს პრონციპით 2 1-ში. აწყობილ მდგომარეობაში ის იდეალურია სოუსების და დრესინგების პირდაპირ ქვაბსა ან ტაფაში ამოსარევად. ხოლო დაშლილი ის მარტივად და სწრაფად თქვეფს კვერცხს და ზელს ცომს.

 

გრამებიანი ქილები

 


გრამებიანი ქილების ნაკრები 3 ქილისგან შედგება. მათი მეშვეობით მარტივად დაიცავთ ნებისმიერი კერძის რეცეპტს.
 

სალათის ფოთლების საშრობი


სალათის ფურცლების რეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ დიდხანს გვიწევს. შემდეგ კი მას ვაშრობთ, რომ სალათს ბევრი წვენი არ ქონდეს. იმისათვის, რომ გაიმარტივოთ პროცესი, ეს მოწყობილობა აუცილებლად გამოგადგებათ.