უხერხული სიტუაციები, რომელში მოხვედრასაც არ გირჩევთ - Gemrielia.ge

უხერხული სიტუაციები, რომელში მოხვედრასაც არ გირჩევთ

რა გაგდებთ ყველაზე ხშირად უხერხულ სიტუაციაში? პასუხი მარტივია - ფული. თუმცა არა, ფული კი არა, არამედ  - უფულობა.


გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე უხერხულ სიტუაციას, რომელში მოხვედრასაც არავის გირჩევთ. თუმცა თუ მაინც აღმოჩნდით, არ დაგავიწყდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.


•    პირველი პაემანი წყვილის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად ითვლება. თუმცა ის შეიძლება დიდ თავსატეხადაც გექცეს. თუ ლამაზი, გამხდარი, ცოტა მოკრაძალებული გოგო პირველად დაპატიჟე პაემანზე, ალბათ, ფიქრობ, რომ ის ფინჯან ყავასა და ჩიზქეიქს ან ბრაუნს დასჯერდება. ეცადე, სასოწარკვეთილება არ შეგემჩნეს, თუ შენმა პარტნიორმა სტარტერით დაიწყო, მერე გემრიელი კრემ-სუპი მიირთვა, სალათსაც ”მოერია” და ბოლოს ის ყავა და ნაცხვარიც შეუკვეთა, რომელზეც შენაპირებდი დაპატიჟებას. ეცადე გონებაში კარგად გადათვალო თითოეული ლარიანი, რომელიც შენს ჯიბეში ან საფულეში შეიძლება მოიძებნებოდეს. საკმარისია ანგარიშის დასაფარად?


•    თუ გურმანი ხარ, წარმომიდგენია, რა სასიხარულო იქნება ფასდაკლების გამოცხადება იმ აეროგრილსა და ბლენდერზე, რომლებიც საყვარელი კერძების მოხმარებაში დაგეხმარება. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსული ავტომობილის რადიოში ამ რეკლამას რომ მოისმენ, სადილის ნაცვლად აუცილებლად მათ საყიდლად წახვალ. სალაროსთან მისულს კი მეხივით მოგჭრის ყურს ინფორმაცია, რომ თურმე ამ პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება ყოფილა და არა 60%-იანი, როგორც შენ ქუჩის ხმაურში გაიგე. კი, მაგრამ, ამდენი ფული არ გაქვს, აეროგრილი და ბლენდერი კი უკვე საიმედოდ შეფუთული გელოდება მაღაზიის გასასვლელში. გირჩევთ ამ დროს საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზო და იქ მოიფიქრო, სად შეიძლება იშოვო დანარჩენი ფული.

 

 

•    სპაგეტი კარბონარას გემო, რომელიც მილანში გასინჯე, ალბათ არასდროს დაგავიწყდება. მილანში შოპინგი კი შენი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტია. რა ბედნიერებაა, რომ შენი ბიძაშვილები ემიგრაციაში წავიდნენ და იტალიაში ცხოვრობენ. თუმცა თუ მათ ერთ დღეს სამშობლო ძალიან მოენატრათ და შვებულების საქართველოში გატარება გადაწყვიტეს, ამისთვის შენც კარგად მოგიწევს მომზადება. მაგრამ როგორი რეაქცია გექნება, თუ ერთ დღეს სიურპრიზს გაგიკეთებენ და სამსახურიდან შინ დაბრუნებულს კართან დაგხვდებიან? ნეტავ 3 კვერცხი და ნახევარი კგ სოსისი, რომელიც მაცივარში გაქვს, საკმარისია მათი 1 კვირით გასამასპინძლებლად? არადა კარბონარა მილანში რა გემრიელი იყო...

 

•    ხელფასამდე დარჩენილი 1 კვირის უფულოდ გადასალახავად 1 წლის უნახავი ბებოს მონახულება ნამდვილად კარგი იდეაა. მაგრამ თუ დილით მარცხენა ფეხზეადექი, ბებოსკენ  მიმავალს ტრანსპორტში შეიძლება ძველი ნაცნობები შეგხვდნენ. ოღონდ ეს არა, ახლა 80 თეთრის ნაცვლად, 2 ლარისა და 40 თეთრის გადახდა მოგიწევს... თუმცა ეს ყველაფერი არაა, რა უნდა ქნა, თუ ბებიასთან მისული აღმოაჩენ, რომ მისი დაბადების დღეა. ბებოს სიხარულით თვალზე ცრემლიც კი მოადგება, რომ საყვარელ შვილიშვილს დაბადების დღეზე გაახსენდა. სხვა გზა არაა, სახლიდან გაუსვლელად ფული უნდა იშოვო, რომ ბებოსთვის სულ ცოტა ტორტი მაინც შეუკვეთო.


•    თვის ბოლოს დაბადების დღის ქონაზე საშინელი რამე თუ არსებობს, ნეტავ? რა იქნება ხელფასს თვის დასაწყისში კი არა, თვის ბოლოს იღებდე? წინა საღამოს იმაზე ფიქრში ატარებ, რომ იქნებ თანამშრომლები გასაჭირს მიგიხვდნენ და მათ გიყიდონ ტორტი და დაბადების დღის სხვა ტკბილეულობა. მაგრამ სამსახურიში მისულს სულ სხვა რეალობა გხვდება. მოლოცვასთან ერთად, იმის თქმაც არ ავიწყდებათ, რომ დღეს საჭმლის ყიდვა არ მოუწევთ, რადგან შენი დაბადების დღეა. ნეტავ, რა უფრო უხარიათ, შენი დაბადების დღე თუ ის, რომ დღეს სადილზე ფულს დაზოგავენ? ისინიც ხომ შენთან ერთად იღებენ ხელფასს და ისეთივე ჯიბეგამოფხეკილები არიან როგორც შენ. ანუ მათგან ფულს ვერ ისესხებ...


•    ახლა კი გაიხსენე, დასაწყისში რაც წიაკითხე. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. როგორ დაგავიწყდა ასეთ უხერხულ სიტუაციებში ვინ გეხმარება ხოლმე? 500-დან 3000 ლარამდე თანხით თანამშრომლებისთვის ტორტის ყიდვას კი არა, მათ რესტორანში დაპატიჟებასაც კი შეძლებ. ექსპრეს კრედიტი solva.ge- ში(express kredit) 3-დან 12 თვემდე ვადით, გირაოს და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშეშეგიძლიათ აიღოთ. სესხის დასამტკიცებლად საჭიროა მხოლოდ მობილურის ნომერი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი. სესხის ონლაინ დასამტკიცებლად სოლვას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, შემდეგ 5 წუთში კი ის თქვენს ანგარიშზე დაირიცხება. ასე რომ თუ ტექნიკის მაღაზიაში საპირფარეშოში ჯიბეგაფხეკილი შეხვედი, სრულიად რეალურია,  რომ Solva-ს დახმარებით იქიდან გამოსულს, გრილზე დაკლებული თანხა კი არა, მაცივარის საყიდელი ფულიც კი გედოს ჯიბეში.