მსხვილი ნაწლავის დეტოქსი კიტრისა და ანანასის გემრიელი სმუზით + წონის ეფექტური კლება! - Gemrielia.ge

მსხვილი ნაწლავის დეტოქსი კიტრისა და ანანასის გემრიელი სმუზით + წონის ეფექტური კლება!

იმისათვის, რომ წონის კლების პროცესი სწრაფად წარიმართოს, გარდა სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვისა, საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა.

 

მნიშვნელოვანია შლაკებისგან გათავისუფლება: იმის მოშორება, რაც ორგანიზმმა ცუდად შიეთვისა და გარეთ ბოლომდე არ გამოიტანა. შლაკებთან ერთად ტოქსინებიც უნდა გამოიდევნოს - ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა გადაუმუშავებელი საკვების ლპობისგან.


მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად აუცილებელი არ არის მედიკამენტების მიღება. უგემრიელესი კიტრისა და ანანასის სმუზი იგივე ფუნქციას შეასრულებას არანაკლებ ეფექტურად.  7-დღიანი კურსის შემდეგ ორგანიზმი სრულად გაწმენდილი იქნება!
 

გამწმენდი ხილის სმუზის რეცეპტი

ინგრედიენტები მოცემულია 2 ჭიქაზე, დღეში ორ მიღებაზე.


ინგრედიენტები:
ანანასი 70 გ
კიტრი 1 ცალი
ვაშლი 1 ცალი
ფორთოხალი 1 ცალი


მომზადება:
დაჭერით კანიანად კიტრი. აიღეთ წითელი ან მწვანე ვაშლი, ამოაჭერით გულები და ისიც კანიანად დაჭერით. დააქუცმაცეთ ანანასის 2-3 რგოლი.
ლენდერის ჭიქაში ჩაასხი ერთი ჭიქა წ ყალი და ნელ-ნელა დაუმატეთ დაჭრილი ხილი. რათა კარგად დაბლენდერდეს და შეერიოს ერთმანეთს. სულ ბოლოს დაუმატეთ ფორთოხლის წვენი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაის კოვზი ალოე ვერას დასალევი გელი.
სმუზის მიღება რეკომენდებულია დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში: დილით უზმოზე და სადილის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში (და ყოველთვის) მიიღოთ 8 ჭიქაზე არანაკლები წყალი.
 

მნიშვნელოვანია იცოდეთ! მსხვილი ნაწლავის დეტოქსი არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომელთაც ბოლო პერიოდში გადაიტანეს ოპერაცია ან აქვთ კუჭ-ნაწლავის შემდეგი დაავადებები:
წყლული
ჰემოროი
სისივნე სწორ ან წვრილ ნაწლავზე
გასტრიტი