თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე - Gemrielia.ge

თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე

ქართული სამზარეულოს უნიკალურ გემოზე ქართველებიც და უცხოელებიც ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, არის კერძები, რომლებსაც ქართველებიც ნაკლებად ვიცნობთ და მხოლოდ ამა თუ იმ კუთხეში მოხვედრის შემდეგ დავაგემოვნებთ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთია თაშმიჯაბი - თამამად შეიძლება ითქვას სვანური სამზარეულოს სიამაყე, რომელსაც სვანეთში ყველგან აკეთებენ და სტუმრებსაც სიამოვნებით უმასპინძლდებიან.

 

თაშ'მ'ჯაბ (ქართულად ნიშნავს მოხარშულ ყველს), ზემო სვანეთში შუშას და მერწვსაც ეძახიან - კარტოფილის მდუღარე პიურეში ჩაზელილი ახალი ყველია, ამიტომაც მას ხშირად სვანურ ელარჯსაც უწოდებენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ცოტა ინგრედიენტსა და მცირე დროს მოითხოვს. ძნელია, მის დაგემოვნებაზე ვინმემ უარი თქვას. რა თქმა უნდა, უმჯობესია თაშმიჯაბი სვანეთის მთებში ყოფნისას გასინჯოთ, თუმცა მისი მომზადება და დაგემოვნება, არც სახლში იქნება ურიგო.

 

თაშმიჯაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილი, - სასურველია სვანეთში მოყვანილი, რადგან ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს ზუსტად ადგილობრივი კარტოფილი სძენს, ასევე ჭყინტი ყველი (ახალი, რბილი სულგუნიც შეიძლება), წყალი და მარილი.

 

 

მომ­ზა­დე­ბა: კარ­ტო­ფი­ლი მო­ხარ­შეთ კა­ნი­ა­ნად, მა­რი­ლი­ან წყალ­ში. მო­ხარ­შვის­თა­ნა­ვე გა­ა­ცა­ლეთ კანი და და­ჭე­რით ან გა­ხე­ხეთ, გა­ზ­ქუ­რა­ზე შე­მოდ­გით ქვა­ბი და დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი მო­ამ­ზა­დეთ, რო­გორც პი­უ­რე. კარ­გად მო­ზე­ლილ კარ­ტო­ფილს ჩა­ა­ჭე­რით ჭყინ­ტი ყვე­ლი და შე­ა­ზი­ლეთ მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლი არ დად­ნე­ბა და წელ­ვა­დი არ გახ­დე­ბა. ძა­ლი­ან სქე­ლი რომ არ გა­მო­ვი­დეს და­უ­მა­ტეთ თბი­ლი რძე ან კარ­ტო­ფი­ლის ნა­ხარ­ში წყა­ლი და მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მი­ი­ღებთ შე­სა­ნიშ­ნავ კერძს!

 

თუ ამ კერძს სახ­ლში ამ­ზა­დებთ, უკე­თე­სია, თუ მას ქვა­ბი­დან სას­წრა­ფოდ თეფ­შზე გა­და­ი­ტანთ და ასე­ვე სწრა­ფად მი­ირ­თმევთ, რომ არ გა­ცივ­დეს. ამას­თან, შე­გიძ­ლი­ათ ბურ­თუ­ლე­ბი გა­ა­კე­თოთ, გა­ა­ცი­ვოთ - ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლი წელ­ვა­დი აღარ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ორი­გი­ნა­ლუ­რი კერ­ძი-სტარ­ტე­რი გა­მო­გი­ვათ.

 

წყარო